„ყველაფერი დეტალურად გავაცანი პრეზიდენტის ადმინისტრაციას“ - ზაზა სარალიძე ანა ნაცვლიშვილსა და კახა კოჟორიძეს შეხვდა
30-05-2018, 12:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყველაფერი დეტალურად გავაცანი პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ეს განცხადება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტის მრჩეველთან ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სფეროში კახა კოჟორიძესთან და საპარლამენტო მდივანთან, ანა ნაცვლიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 

 

როგორც გარდაცვლილის მამამ განაცხადა, შეხვედრისას პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დააფიქსირა პოზიცია, რომ სიმართლის დასადგენად ყველაფერს გააკეთებენ.

 


იგი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მთავარი პროკურორის შეთავაზებას სამუშაო ფორმატში შეხვედრასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ შეხვედრისთვის მზად არის.

 

 

„იგივე პროკურორებს თუ უნდა ვესაუბრო, აზრს ვერ ვხედავ, მაგრამ მაინც თანახმა ვარ. ჯგუფთან ერთად შევხვდები. ამ თემაზე ვარ მოსული აქაც. ნებისმიერ ადამიანს შევხვდები - ძალოვან სტრუქტურას, ოპოზიციას, პოზიციას, ნებისმიერს შევხვდები, ოღონდ ჩემ მიერ წარმოდგენილ ჯგუფთან ერთად", განაცხადა ზაზა სარალიძემ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი