გიორგი მარგველაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
30-05-2018, 16:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს პირისპირ შეხვდა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერსა და დელეგაციას სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველო - სომხეთის ურთიერთობების განვითარებისა და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობაზე ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტმა ინტენსიური პოლიტიკური დიალოგისათვის მზადყოფნა გამოთქვა.

 


გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების მშვიდობიანი განვითარება ქვეყნის შემდგომ კეთილდღეობასა და დემოკრატიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

 


როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, მისთვის უაღრესად სასიხარულოა ახლადარჩეულ, დემოკრატ ლიდერთან შეხვედრა, რაც საქართველო - სომხეთის ორმხრივ ურთიერთობას კიდევ უფრო ახალ ელფერს შესძენს.

 


აღინიშნა, რომ წელს ჩვენი ქვეყნები სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლის იუბილეს აღნიშნავენ და სომხეთის პრეზიდენტის მონაწილეობას თბილისში ჩატარებულ საზეიმო ღონისძიებებში ქართველი ხალხისათვის სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა.

 


ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მისთვის დიდი პატივია საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა და აღნიშნა, რომ ქართველებისა და სომხების სურვილი სიყვარულისკენ სწრაფვაა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი