საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის შესახებ ალბომის პრეზენტაცია გაიმართა
30-05-2018, 17:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, შესახებ ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას, რომელიც იუსტიციის მინისტრმა გახსნა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური წრეების წევრები ესწრებოდნენ.

 


პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ ნოე რამიშვილის შვილიშვილი მიშელ რამიშვილი და მამია ბერიშვილის შვილი ტიერი ბერიშვილი, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ალბომის მომზადების პროცესში.

 


ღონისძიებას ესწრებოდნენ ლევილის ქართული დიასპორის სხვა წარმომადგენლებიც, მათ შორის ნოე ჟორდანიას შთამომავლები.

 


ნოე რამიშვილის შესახებ ალბომის გამოცემა ეროვნული არქივისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგია. მასში უამრავი ახალი, დღემდე მხოლოდ სამეცნიერო წრეებისა და სიძველეების მოყვარულთათვის ცნობილი მასალაა თავმოყრილი.

 


მისი ერთი ნაწილი ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივშია დაცული, მეორე კი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მამია და ქრისტიანე ბერიშვილებისა და მიშელ რამიშვილის კოლექციებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმში.

 


პუბლიკაცია მკითხველს საშუალებას მისცემს გაეცნოს პირველი მთავრობის თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა, სამხედრო და სახალხო განათლების მინისტრის, ნოე რამიშვილის ფოტოებს, დოკუმენტებს, წერილებს, სხვადასხვა პოსტზე მუშაობისას გამოცემულ ბრძანებებს, საკანონმდებლო ინიციატივებს; აგრეთვე, ეროვნულ საბჭოს, პარლამენტის, დამფუძნებელ კრების, მთავრობისა თუ პარტიის სხდომებზე მისი გამოსვლების ტექსტებს.

 


წიგნის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა ლევილის მამულის უკანასკნელი არქივის პრეზენტაცია. ეს არქივი საქართველოში რამდენიმე კვირის წინ ჩამოიტანეს. საქართველოში მისი დაბრუნება სიმბოლურად უკავშირდება პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს. შეთანხმება ლევილის მამულის არქივის საქართველოსთვის ჩამოტანის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და ნოე რამიშვილის შთამომავლებს შორის შემდგარი წარმატებული მოლაპარაკების შედეგია.

 


ეროვნული არქივის სპეციალისტების მიერ მასალის შესწავლისა და დამუშავების შემდეგ საარქივო კოლექცია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის იქნება ხელმისაწვდომი.

 

ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი