გიორგი გახარიამ გერმანელ კოლეგას საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირების მიმართულებით მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები გააცნო
31-05-2018, 10:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ვიცე პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ოფიციალურ ვიზიტად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია გერმანიის შინაგან საქმეთა, მშენებლობისა და სამშობლოს საკითხთა ფედერალურ მინისტრს, ჰორსტ ზეეჰოფერს შეხვდა.

 

 

შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ეფექტიან საპოლიციო თანამშრომლობას, რომელიც მოიცავს, როგორც ოპერატიულ, ასევე, არაოპერატიულ მიმართულებებს.

 

 

„აღნიშნული თანამშრომლობა ორი ქვეყნის პოლიციის ატაშეების ჩართულობით, რეგულარული მაღალი დონის შეხვედრებისა და ორმხრივი სამუშაო ვიზიტების შედეგად, წარმატებით ხორციელდება, როგორც დედაქალაქის, ასევე, ფედერალური მიწების დონეზე", აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

 

უწყების ცნობით, გიორგი გახარიამ გერმანელ კოლეგას საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებები გააცნო და ამ კუთხით თანამშრომლობის სრული მზაობა გამოთქვა.

 

 

„მხარეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს საქართველოსა და გერმანიას შორის უკანონოდ მყოფ პირთა რეადმისიის საკითხებში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობა, რაც ქართული მხარის მიერ გერმანიიდან რეადმისიის შესახებ მოთხოვნების თითქმის 100%-იან შესრულებაში გამოიხატება.

 

 

შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა კლების პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება. არსებული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ გერმანიაში თავშესაფრის მაძიებლად აღიარების შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან დაბალია და უახლოეს მომავალში საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის მიზანი იყო სამართალდაცვით სფეროში საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება, განსაკუთრებით კი იმ გამოწვევებზე რეაგირება, რაც შენგენის სივრცესთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოდან არალეგალურ მიგრაციას და ქართველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს უკავშირდება", ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი