დაუყოვნებლივ იქნას გადამდგარი შოთაძე და დაუყოვნებლივ იქნას პასუხისგებაში მიცემული შოთაძე, აღნიშნული განცხადება ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი განაჩენის შემდეგ გააკეთა.
მოკლული მოზარდის მამა საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
„მთელ საქართველოს მოვუწოდებ - ყველა შვილმკვდარ მშობელს, დამიდგეს გვერდით. დღეს, ჩემი შვილის მკვლელები დაჭერილი არ არიან. ახლავე გამოვიდეს ნაძირალა შოთაძე და გამცეს პასუხი - ფეხს არ მოვიცვლი.... მოსამართლეს ყოჩაღ, რომ არ დაემორჩილა ამათ, ყოჩაღ, ეკა არეშიძეს რომ არ დაემორჩილა ამათ. რაც ჩვენ ვიცოდით სიმართლე, ის გამოაშკარავა", განაცხადა ზაზა სარალიძემ, რომელიც მთავარ პროკურატურასთან მივიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.