ირაკლი კობახიძე: როდესაც ორი ბავშვია მოკლული და ერთ შემთხვევაში დგება დასრულებულ დანაშაულზე განაჩენი და მეორე შემთხვევაში მცდელობაზე, აშკარაა, რომ საქმე არის ბოლომდე მისაყვანი
31-05-2018, 13:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობაძიე ბიუროს სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, „უნდა გაირკვეს, რაშია რეალურად საქმე".

 

 

„პროკურატურა გეგმავს სააპელაციო დონეზე ამ განაჩენის გასაჩივრებას. მინდა, დიდი იმედი გამოვთქვა, რომ საბოლოო ჯამში, მართლმსაჯულების სისტემაში დადგება სამართლიანი განაჩენი ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

„მინდა, გამოვეხმაურო დღევანდელ განაჩენს, რომელიც დადგა ძალიან აქტუალურ საქმეზე, ძალიან მგრძნობიარე საქმეზე. საქმე ეხება არასრულწლოვანი ბავშვების მკვლელობას. მოვისმინეთ ჩვენ განაჩენი ამ საქმესთან დაკავშირებით, მოვისმინეთ, ასევე, პროკურატურის პოზიცია, რომელიც აცხადებს, რომ არ გაიზიარა სასამართლომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, შესაბამისად, პროკურატურა გეგმავს სააპელაციო დონეზე ამ განაჩენის გასაჩივრებას. მინდა, დიდი იმედი გამოვთქვა, რომ საბოლოო ჯამში, მართლმსაჯულების სისტემაში დადგება სამართლიანი განაჩენი ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე, რომელიც უკვე ვთქვი, ეხება ძალიან მძიმე დანაშაულს არასრულწლოვანი ბავშვების მკვლელობას“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და დაამატა:

 

 

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ როდესაც ორი ბავშვია მოკლული და ერთ შემთხვევაში დგება დასრულებულ დანაშაულზე განაჩენი და მეორე შემთხვევაში, მცდელობაზე, აშკარაა აქ, რომ საქმე არის ბოლომდე მისაყვანი. ეს აშკარად ჩანს. აქედან გამომდინარე, ჩვენ, აპრიორი არცერთ მხარეს არ ვუცხადებთ ნდობას, ჩვენ ვამბობთ, რომ საბოლოოდ, ეს საკითხი უნდა გაირკვეს და უნდა დადგეს საბოლოოდ სამართლიანი განაჩენი ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი პოზიცია და შესაბამისად, არასწორია, ერთ მხარეს, აპრიორი, ნდობის გამოცხადება და მეორე მხარეს უნდობლობის გამოცხადება. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რაშია რეალურად საქმე“.

 

 

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ამ წუთებში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მსჯელობენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი