ზაალ უდუმაშვილი: მირზა სუბელიანმა შეიძლება გადაიყოლოს ეს სისტემა - მას გააჩნია ისეთი მტკიცებულებები, რომელიც ნაღმია ამ ხელისუფლებისთვის
31-05-2018, 15:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოტანილი განაჩენის შესახებ მთავარი პროკურორის განცხადებას ეხმაურება.

 


ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ „ირაკლი შოთაძის განცხადება ისევე არაადექვატურია დღეს, როგორც არაადექვატურია ყველა პროცესი, რომელსაც ვუყურებდით".

 


„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ პროკურატურა და ხელისუფლება ყველაფერს ცდილობს, რომ არ დაუპირისპირდეს მირზა სუბელიანს, რომელსაც კომპრომატი გააჩნია.

 

 

„მირზა სუბელიანმა შეიძლება გადაიყოლოს ეს სისტემა. მას გააჩნია ისეთი მტკიცებულებები, რომელიც ნაღმია ამ ხელისუფლებისთვის და მართლა თუ გამოდო ამ ადამიანმა კადრები, როგორ გაჰყავთ ვანო მერაბიშვილი საკნიდან ხომ წარმოგიდგენიათ ამ, ხელისუფლებისთვის რა იქნება როცა საქმეა სტრასბურგში", განუცხადა „რუსთავი 2"-ს ზაალ უდუმაშვილმა.

 

 

ირაკლი შოთაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინზგე განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში უცხოელი პროკურორები ჩაერთვებიან.

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ „გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ. კერძოდ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობისათვის და მკვლელობის მცდელობისათვის სასამართლომ არასრულწლოვანი ბრალდებულები დამნაშავედ სცნო.

 


სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით გ.ბ ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.

 


ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ. გ.ჯ-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკველობის მცდელობა დამაძიმებელ გარემოებაში".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი