გიგი უგულავა: უნდა გადადგეს პროკურატურის ეს შემადგენლობა
31-05-2018, 16:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მთავარი პროკურორის დღევანდელი გამოსვლა გარდა იმისა, რომ არის ცინიკური, არაფრისმომტანია, ის ნავთს ასხამს ცეცხლზე. ჩვენ ვიხილეთ რაღაც სამ პუნქტად ჩამოყალიბებული სამოსანის ტონალობაში მთავარი პროკურორის გამოსვლა, ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მთავარი პროკურორის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

 

 

უგულავა გამოსავალს პროკურატურის შემადგენლობის გადადგომასა და პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაში ხედავს.

 

 

„ჩვენ გვყავს გარდაცვლილი, ჩვენ გვაქვს ტრაგედია, ამდენი ხნის გამოძიებისა და სასამართლოს შემდეგ, ჩვენ არ გვყავს მკვლელი..... უნდა გადადგეს პროკურატურის ეს შემადგენლობა", განაცხადა გიგი უგულავამ, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში უცხოელი პროკურორების ჩართვის შესახებ მთავარი პროკურორის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „პროკურატურის ეს შემადგენლობა, ვერანაირირ უცხოელი პროკურორების ჩამოყვანით სიტუაციას ვერ გამოასწორებს.....ფაქტი არის ერთი - აქ ბევრი რამ იმალება და როცა რაღაცები იმალება, როდესაც პოლიტიკა და პოლიტიკური დავალებაა ამ საქმეში ჩართული, შეუძლებელია, დედამიწის ზურგზე ვიპოვოთ პროკურორი, რომელიც ამას სწორად გამოიძიებს. იმიტომ, რომ არასწორად არის წარმართული სიტუაცია".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი