თბილისის ძალიან დიდი ნაწილი ხვალ დილამდე წყალს ვერ მიიღებს
06-02-2014, 17:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" 900 მმ-იან II მაგისტრალურ წყალდენზე მომხდარი დაზიანებების სალიკვიდაციოდ, დღეს ნაშუადღევიდან, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

 

 

კომპანიის ინფორმაციით, ავარიულად დაზიანდა მაგისტრალური არტერიის დიღმის ველზე გამავალი მონაკვეთი.

 

 

სამუშაოების ჩატარების მიზნით, 6 თებერვალს 14:00 საათიდან წყალმომარაგება ეტაპობრივად შეეზღუდება - ზაჰესის დასახლების ნაწილს, დიდი დიღმის, ""ქოშიგორის"", ამერიკის საელჩოს და სასოფლოს დასახლებებს; დიღმის ველზე განლაგებულ საწარმოებს და საცხოვრებელ სახლებს, სოფელი დიღომის ნაწილს და სოფელ ზურგოვანს; დიღმის მასივის I კვარტალის 16-სართულიან კორპუსებს; გოძიაშვილის, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოთუასა და ზემო ვეძისის ქუჩებს; საქალაქო სასამართლოს, აგრარულ უნივერსიტეტს, "ფარმაკო ქიმიას" და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

 

 

გარდა ამისა, წყალს დაბალი წნევით მიიღებენ ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილი - თამარაშვილის ქუჩამდე, ყაზბეგის გამზირის ქვედა ნაწილი, კანდელაკის, ბუდაპეშტისა და მათი მიმდებარე ქუჩები.

 

 

წყლის მიწოდება ჩამოთვლილ უბნებს ხვალ, (7 თებერვალი)  დილის 08:00 საათიდან, ეტაპობრივად აღუდგება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი