ზაზა სალარიძე: „ძირს კვირიკაშვილის მთავრობა, გადადგეს კვირიკაშვილი და მის მთავრობა“
31-05-2018, 22:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზაზა სალარიძემ პრეზიდენტ მარგველაშვილს მიმართა, გამოვიდეს რუსთაველის გამზირზე და მათ გვერდით დადგეს, ხოლო კვირიკაშვილს მოუწოდა, რომ გადადგეს.

 


„პირდაპირ მივმართავ კვირიკაშვილის მთავრობას, სისტემა უნდა დაინგრეს. ძირს კვირიკაშვილის მთავრობა“, განაცხადა სალარიძემ.

 


„გადადგეს კვირიკაშვილი და მის მთავრობა“.

 

 

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მანამდე არ დატოვებს პარლამენტის შენობას, ვიდრე მისი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ზვიად კუპრავამ კი განაცხადა, რომ რუსეთაველის გამზირზე კარვები გაიშლება.

 

 

მანამდე, პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალ აქციაზე ზვიად კუპრავამ განაცხადა, რომ ეროვნულ სტადიონზე მოთამაშე რაგბისტებმა მათ შეუთვალეს, რომ „10:00 საათზე მთელი სტადიონი იდგება რუსთაველზე“.

 

 

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას 10 საათამდე მისცეს ვადა იმისათვის, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ჩართული მაღალჩინოსანი პირები თანადებობებიდან გადადგნენ. 

 


კუპრავა მოითხოვს, რომ ირაკლი შოთაძის შემდეგ თანამდებობები დატოვონ ლევან მურუსიძემ, მიხეილ ჩინჩალაძემ, ნინო გვენეტაძემ და მირზა სუბელიანმა.

 


ზვიად კუპრავას განცხადებით, ზაზა სარალიძის ხელმძღვანელობით შეიქმნება სამოქალაქო ჯგუფი, რომელიც საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.

 


„ზაზა სარალიძის ხელმძღვანელობით შეიქმნება საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება საზოგადოების წარმომადგენლებით. ამ წუთებში ეროვნულ სტადიონზე ჩვენი რაგბისტები თამაშობენ, ჩვენ შემოგვითვალეს 10:00 საათზე მთელი სტადიონი იდგება რუსთაველზე. მადლობა ჩვენს ბორჯღალოსნებს, ისინი ჩვენი გმირები არიან“, განაცხადა ზვიად კუპრავამ.

 


რუსთაველის გამზირზე შეკრებილები გაჰყვირიან: „სისტემა უნდა დაინგრეს, სისტემა უნდა დაინგრეს!“

 

 

აქციის მონაწილეები მოსახლეობას რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ მოუწოდებენ, ხელისუფლებისაგან კი ირაკლი შოთაძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.

 

 

აქციაზე ამ წუთებში პრეზიდენტის მისვლას და მისგან პარლამენტის დათხოვნას ითხოვენ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი