მსუბუქი ავტომობილის სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება მაქსიმუმ 48 ლარი ეღირება
06-02-2014, 17:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების საკითხზე შსს-ს მომსახურების სააგენტოში "TUV Rheinland Group"-ის წარმომადგენელთან ერთად ბრიფინგი გაიმართა.

როგორც შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ოთარ დანელიამ განაცხადა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური შემოწმების პრაქტიკა

 

 

საქართველოში დღეს ჩვეულებრივ მოქმედებს, თუმცა მსუბუქი ავტომობილებისთვის აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა სავალდებულო არაა.

 

 

"ტექნიკური დათვალიერება სავალდებულოა მხოლოდ ავტობუსებისა და მაღალწონიანი ავტომობილებისთვის და ეს მომსახურება სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილის მიხედვით 48-დან 102 ლარამდე ღირს. ის სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება, რომელიც 2015 წლის 1 მარტიდან შევა ძალაში, იმაზე ძვირი არ ეღირება, ვიდრე ეს დღეს არის. მსუბუქი ავტომობილისთვის ამ მომსახურების საფასური მაქსიმუმ 48 ლარი იქნება. ჩვენ მთელი ბიზნესგეგმა იმ გარემოებიდან გამომდინარე ავაწყეთ, რომ მომსახურების ფასი არ გაიზარდოს", - განაცხადა დანელიამ.

 

 

მისივე თქმით, ჯერჯერობით, არაა დადგენილი, თუ რა პერიოდულობით მოუწევთ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს სავალდებულო ტექნიკური

დათვალიერებით სარგებლობა.

 

 

დღესვე დანელიამ იმ სტანდარტებზეც ისაუბრა, რომელთა დაკმაყოფილება ავტომობილებს მოუწევთ.

"მაგალითად, თუ ავტომობილი პირობითად "ევრო 1"-ის სტანდარტით არის გამოშვებული, არ აქვს მნიშვნელობა ეს ავტომობილი რომელწლიანია, მან სწორედ "ევრო 1"-ის სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს და არა სხვა. ეს რთული არ არის, მაგალითისთვის, გეტყვით, რომ 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერში სპონტანური შემოწმება ჩატარდა და

 

14 ავტომობილიდან მხოლოდ ერთმა ვერ დააკმაყოფილა საერთაშორისო სტანდარტები. ახალს არავინ არაფერს იგონებს", - განაცხადა დანელიამ.

 

 

რაც შეეხება "“TUV Rheinland Group“"-ის თანამშრომლობას ტექნიკური დათვალიერების მომსახურების ცენტრების მფლობელებთან, როგორც დანელიამ აღნიშნა, ეს საკითხი განიხილება.

 

 

"გამორიცხული არაა, რომ ეს თანამშრომლობა ფრანჩაიზინგის ფორმით განხორციელდეს. განიხილება ასევე ქირაობა, ყიდვა ან დამოუკიდებელი ოპერირება", - აღნიშნა დანელიამ.

 

 

მისი ინფორმაციით, საქართველოში დღეს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მომსახურების 24 ობიექტი მოქმედებს.

 

 

 

 

 

 

 

 

http://pia.ge/show_news.php?id=3310&lang=geo 

კომენტარები: 1
#1   ტარიელი
      
წინააღმდეგი ვარ. რადგან ვფიქრობ, რომ ეს კიდევ გაზრდის უმუშევრობას. ბევრი თავისი ძველი ავტომობილით შოულობს ოჯახის შესანახ მცირედ თანხას. შემოსული ავტომობილების უდიდესი უმრავლესობა ვერ გაივლის ტექ. დათვალიერებას.უცხოეთში ტექ. დათვალიერებას რომ ვერ გადის ავტომობილი იმიტომ ჰყიდიან ჯართის ფასად. ახალი ვტომობილის ყოლის სურვილი ყველას აქვს, შესაძლებლობა კიდევ მთავრობის წევრებს და ბიზნესმენებს. თუ ევროპული ხელფასები გვექნება მაშინ თანახმა ვარ.
12 თებერვალი 2014 20:13
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი