ლევან ქიძინიძე: ქვეყანას ასეთ უსუსურ მდგომარეობაში ან ერის გამყიდველები, ან სააკაშვილთან შეკრული კლანები აგდებენ
06-06-2015, 01:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სააკაშვილის პრეზიდენტობისას ინტერპოლით ძებნილი ბიზნესმენი, ასლან აბაშიძის ყოფილი მრჩეველი და შემდგომ მასთან დაპირისპირებული ლევან ქიძინიძე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გერმანიას აფარებდა თავს, დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდის და ამბობს, რომ "ქვეყანას ასეთ უსუსურ მდგომარეობაში და ხალხს ასეთ სიღარიბეში მხოლოდ ან ერის გამყიდველები, ან სააკაშვილთან შეკრული კლანები აგდებენ".

 

 

სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში ბიზნესმენი დღევანდელ მთავრობას ბიძაშვილ–მამიდაშვილებით აგებულ უსუსურ ნათესაურ კლანად მოიხსენიებს და ამბობს, რომ აჭარაში საკადრო მდგომარეობა ისეთ დონეზე დგას, რომ ბათუმის ზღვისპირა პარკის დირექტორიც კი თავისი სამსახურების თანამშრომლებითურთ, კახეთიდან ჩაჰყავთ.

 

 

"სააკაშვილი რომ ერის მოღალატე, მოძალადე და კოკაინით გაბრუებული მკვლელია, ამაში ეჭვი არავის ეპარება. არც ისაა სადავო, რომ "რუსთავი–2" სააკაშვილის დაკვეთებს ასრულებს....

 

 

მაგრამ, ეს მთავრობა რომ ბიძაშვილ–მამიდაშვილებით აგებული უსუსური ნათესაური კლანია, ესეც ხომ უდავოა?? რა, არ შეიძლებოდა თუნდაც ერთი მინისტრის დასავლეთ რეგიონებიდან დანიშვნა, მინისტრთა კაბინეტში ობიექტური ინფორმაცია რომ ჩაეტანა???? სირცხვილი არ არის, როცა ბათუმის ზღვისპირა პარკის დირექტორი თავისი სამსახურებით კახეთიდან რომ ჩამოჰყავთ??? რა, აჭარა საქართველო არ არის??? ტყუილად შევაკალით აჭარაში სეპარატიზმთან ბრძოლას თავი???

 

 

ქვეყანას ასეთ უსუსურ მდგომარეობაში და ხალხს ასეთ სიღარიბაში მხოლოდ ან ერის გამყიდველები, ან სააკაშვილთან შეკრული კლანები აგდებენ...

 

 

განა შეიძლება ასეთი სიბინძურე, როცა 5 000 ლარს ზევით, ბანკებიდან გასაცემ სესხებს რომ აშშ–ს საელჩოს ათანხმებენ.... ეს ქვეყნის ღალატი არ არის, როცა მთავრობა დასავლეთ საქართველოს მეწარმეებზე სესხის გაცემას კრძალავს და იწერება აბსურდულ წერილებს, რომ თურმე ბანკების საქმეებში არ ერევიან?.... თუ ბანკების საქმეებში არ ერევიან და ბანკებს ლობირებას არ უწევს მთავრობა, მაშინ რატომ არ იქმნება სახელმწიფო ბანკი და რატომ უწევს საბიუჯეტო სტრუქტურებს მომსახურეობას მთავრობასთან დაახლოებული ბანკი? რომლის ბრუნვის შედეგად (დაახლოებით 20 000 000 000 ლარი ბრუნავს ბანკებში) კომერციული ბანკები უსაზღვროდ მდიდრდებიან....

 

 


თუ მთავრობა ბინძურ გარიგებებში არაა, განუსაზღვრელ სესხებს რატომ აძლევენ მევახშეებს და თვეში 3 %–იანი იპოთეკური სესხებით მოსახლეობას შეგნებულად რატომ აღატაკებენ???

 

 


სხვა განმარტებას მე ვერ ვაგნებ და თუ თქვენ შეძლებთ და განმიმარტავთ, მადლობელი ვიქნები....."- წერს ლევან ქიძინიძე Facebook -ზე.

 

 

 

  

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი