შინაგან საქმეთა სამინისტროში ხანგრძლივი გამოკითხვის შემდეგ, მირზა სუბელიანმა დეტალებზე საუბრისაგან თავი შეიკავა
08-06-2018, 00:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამამ, მირზა სუბელიანმა შინაგან საქმეთა სამინისტრო 9-საათიანი დაკითხვის შემდეგ, ახლახან დატოვა, თუმცა ჟურნალისტებთან დეტალებზე საუბარი არ ისურვა იმ მიზეზით, რომ მისი თქმით, გაუთქმელობაზე ხელწერილი აქვს დაწერილი.

 


„ხელწერილი მაქვს გაუთქმელობაზე, შესაბამისად დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. გამომძიებლებს ჰქონდათ შეკითხვები, გავეცი შესაბამისი პასუხები. რამდენჯერაც დამიბარებენ, იმდენჯერ მოვალ. იყო დამატებითი შეკითხვები, გავეცი პასუხები“, განაცხადა მირზა სუბელიანმა.

 


ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს, მირზა სუბელიანს მტკიცებულებების გაყალბებასა და დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.

 

 

ზაზა სარალიძემ მირზა სუბელიანის გამოკითხვის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ საზოგადოება დაინტერესებულია,  თუ „რა ხდება და რასთან დაკავშირებით მიდიოდა მირზა სუბელიანის დაკითხვა“. იგი მოითხოვს, რომ თავად  შინაგან საქმეთა მინისტრმა ჩაატაროს ბრიფინგი, „რასთან დაკავშირებით იკითხებოდა მირზა სუბელიანი და რა გამოიკვლიეს“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი