თბილისის 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ გამოკითხვიდან გამოსულმა პედაგოგმა განაცხადა, რომ „ბიჭები უკვე შერიგდნენ“
09-06-2018, 12:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასების ორ მოსწავლეს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ არასრულწლოვანები, მანდატურები და პედაგოგები შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ სამმართველოში გამოსაკითხად დაიბარეს.

 


გავრცელებული ცნობით, მოსწავლეებს შორის დაპირსპირება სოციალურ ქსელში დაიწყო მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მათგანმა მეორე უცენზურო სიტყვებით მოიხსენია, რის შემდეგაც არასრულწლოვანები ერთმანეთს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ და ე.წ. საქმის გარჩევის მიზნით ასევე სხვა თანატოლებიც მიიყვანეს.

 


გამოკითხვიდან გამოსულმა 51-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა, ნანა დვალმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ დროისთვის კონფლიქტი უკვე ამოწურულია.

 


„ჩვეულებრივად, დამთავრდა 6 გაკვეთილი 2 საათზე, წავიდნენ ბავშვები სახლში და რაღაც სიტყვიერი შელაპრაკება მომხდარა მეგობრებს შორის, რაღაც უცენზურო სიტყვა უხმარია ერთ-ერთს - ორივე ჩვენი სკოლის მოსწავლეა და ერთი ჩემი სადამრიგებლო კლასის. ორს შორის იყო დაპირისპირება, მიუტანა ვიღაცამ ენა, შენზე ასე უთქვამთო, გაარკვიეს უბრალოდ ბიჭებმა და შერიგდნენ“, განაცხადა ნანა დვალმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი