ზაზა სარალიძე: „მარტო სუბელიანის დაკავებაზე არ მქონდა მე გამახვილებული ყურადღება და ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვუთვალე, რომლებიც დღემდე დაკავებული უნდა ყოფილიყვნენ“
09-06-2018, 17:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის დაკავებას ეხმაურება მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, რომელიც აცხადებს, რომ მხოლოდ სუბელიანის დაკავება არ არის საკმარისი და ძალიან ბევრი ადამიანი უნდა ყოფილიყო დღემდე დაკავებული.

 


„ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგა შსს-მ, მაგრამ აქ არ ყოფილა მარტო დანაშაულის და დამნაშავის დაფარვა. აქ იყო, რა ზემოქმედებას ახდენდა მირზა სუბელიანი ამ საქმესთან დაკავშირებით, როგორ „კერავდნენ“ მისი დავალებით პროკურორები. ისიც მოვისმინე, რომ ამ წუთში სკოლის დირექტორის და ექსპერტების დაკითხვა მიმდინარეობს. ძალიან საინტერესოა, დღემდე რატომ არ გაისმა ის, რომ დაკითხონ საქმის პროკურორები, რომლებმაც „შეკერეს“ ეს საქმე. ნუ მეთამაშებიან, რაა. ჯერ ერთი, მარტო სუბელიანის დაკავებაზე არ მქონდა მე იქ გამახვილებული ყურადღება და ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვუთვალე, რომლებიც დღემდე დაკავებული უნდა ყოფილიყვნენ“, განაცხადა ზაზა სარალიძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

 


ზაზა სარალიძეს აინტერესებს, რატომ არ კითხავენ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორებს, რომლებმაც საქმე, მისი შეფასებით, „შეკერეს“.

 


„ძალიან ვთხოვ შინაგან საქმეთა მინისტრს, ნუ მეთამაშებიან. გუშინ მირზა სუბელიანის 9-საათიანი დაკითხვა იყო ერთგვარი გარიგება იმასთან დაკავშირებით, რომ მოჩვენებით დაეკავებინათ მირზა სუბელიანი. მაინც მივესალმები, რომ დააკავეს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ის საფუძველი, რომ თითქოსდა მარტო შეუტყობინებლობა იყო. საქმის გამყალბებლები და მირზა სუბელიანის დავალებით ვინ მოქმედებდა, ის პირები ყველა დაკავებული უნდა იყოს“, განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 


მას ასევე აინტერესებს, რატომ არ აკავებენ მიხეილ კალანდიას, რომელმაც სასამართლო სხდომებზე ჩვენებები შეცვალა.

 


დავით სარალიძის განცხადებით, პარლამენტის წინ აქციები გაგრძელდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი