პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი მირზა სუბელიანის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ყველა ბრალდებული, ვისაც კი რამე სახის შემხებლობა გააჩნია ხორავას ქუჩის საქმესთან შესაბამისად დაისჯება“.
„დღევანდელი მოცემულობა იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველა მიმართულებით, სახელმწიფო, როგორც საგამოძიებო კომისიის მხრივ, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს იმისთვის, რომ ამ საქმეზე ყველა კითხვას პასუხი გაეცეს", განუცხადა ჟურნალისტებს დავით მათიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.