იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მზადყოფნას გამოხატავს დატოვოს თანამდებობა, თუკი ამ გადაწყვეტილებას მმართველი პარტია მიიღებს
11-06-2018, 11:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მზადყოფნას გამოხატავს დატოვოს თანამდებობა, თუკი ამ გადაწყვეტილებას მმართველი პარტია მიიღებს. იგი დასძენს, რომ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მის გადადგომას მოითხოვენ, ამის ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ.

 


აღნიშნულის შესახებ წულუკიანმა „იმედის კვირაში“ ისაუბრა.

 


„თუკი მმართველი პარტია მეტყვის, რომელიც არის მთავრობის, სალაპარაკო ენაზე რომ ვთქვათ, უფროსი, რომ მე უნდა წავიდე ჩემი თანამდებობიდან, რა თქმა მე არც ხვეწნა დამჭირდება და არც ბევრი ყიჟინი. მაგრამ, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს, რომ ქვეყანაში გატარდეს მხოლოდ ის რეფორმები, რომელიც მათ სურთ და ისე, როგორც მათ სურთ, რა თქმა უნდა, მათ არც ლეგიტიმაცია აქვთ რომ ჩემი გადადგომა მოითხოვონ“, განაცხადა თეა წულუკიანმა.

 


მან, ამ კონტექსტში, პოლიტიკური გეგმების შესახებაც გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ საპრეზიდენტო სკამისათვის „ბრძოლა დაწყებულია“ და მასში „უკვე პრეზიდენტიც ჩაერთო“.

 


„თუკი მათი გეგმა არის სხვა, რომ პოლიტიკურ პროცესში მიიღონ მონაწილეობა, რადგან საპრეზიდენტო სკამისთვის ბრძოლა დაიწყო და ამაში უკვე პრეზიდენტიც ჩაერთო, რომლის მთავარი ფუნქციაც არის, მანამ სანამ კანდიდატად არ განუცხადებია თავისი თავი, არის ერთადერთი და უზენაესი, ხელი შეუწყოს სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის ჩემის, ნორმალურ ფუნქციონირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე გვაქვს უკვე პოლიტიკურ პროცესთან და მე არ მგონია, რომ ამ პოლიტიკურ ბრძოლაში მმართველი პარტია ან ჯაბანის პოზიციით გამოვა ან დამარცხებული, პირიქით“, განაცხადა თეა წულუკიანმა.

 


მინისტრმა აღნიშნა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას პოლიტიკური ძალების ნაწილი საკუთარი მიზნებისთვის იყენებს და მოზარდების მკვლელობის გირგვლიანის მკვლელობასთან შედარების მცდელობა მიუღებელია.

 


„ზოგიერთი პოლიტკური ძალა იყენებს ამ უბედურებას, რაც მოხდა ხორავას ქუჩაზე, ბავშვთა შორის მკვლელობა, საკუთარი მიზნებისათვის. ეს არის პოლიტიკური ტრაგედიაც ჩვენი ქვეყნის, რადგან თავიდან შეეცადნენ ეს საქმე შეედარებინათ გირგვლიანისთვის, მაგრამ არ გამოვიდა, იმიტომ რომ გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ, მთავრობის მაღალჩინოსნებმა - ხორავას ქუჩის ტრაგედიაში მონაწილეობდნენ მხოლოდ ბავშვები“, აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი