ერთი ხელით ცრემლებს იწმენდენ და მეორე ხელით კარვებს ეჯაჯგურებიან,“ ასე შეაფასა პოლიციის მიერ რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილიდან კარვების გადატანა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.
როგორც მან, შემთხვევის ადგილზე მყოფმა, განაცხადა, ხელისუფლებას ორი შვილმკვდარი მამის ეშინია.
„დილიდან დაიწყეს მოტაცება ხალხის. როგორ ეშინია ხელისუფლებას ორი შვილმკვდარი მამის, კანკალებენ შიშისგან, კარავს ვერ ადგმევინებენ შიშით, მერე ეთერში გამოდიან და მართლა ნიანგის ცრემლებს აღვარღვარებენ, როგორ უთანაგრძნობენ მალხაზს და ზაზას და რას უკეთებენ სინამდვილეში. ერთი ხელით ცრემლებს იწმენდენ და მეორე ხელით კარვებს ეჯაჯგურებიან“, განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.