თინათინ ბოკუჩავას თქმით, წინა აქციებზე „გახარიამ ივაჟკაცა“ მაშინ, როდესაც „კვირიკაშვილი უძლური იყო“ და ახლა, გახარიას „ჩაბარდა ამ სიტუაციის მოგვარება“
11-06-2018, 16:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გახარიას აქვს მიღებული დავალება ივანიშვილისგან პირადად, რომ რაღაცნაირად ჩააწყნაროს ეს სიტუაცია. ეს არის მისი დავალება, სხვა არანაირი დღის წესრიგი გახარიას არ ამოძრავებს იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ როდესაც წინა აქციები იყო ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, გახარიამ ვითომ ივაჟკაცა და მან შეძლო განმუხტვა სიტუაციის მაშინ, როდესაც კვირიკაშვილი იყო სრულიად უძლური და ახლა ვითომ გახარიას ჩაბარდა ამ სიტუაციის მოგვარება, ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინათინ ბოკუჩავა თანაპარტიელების დაკავებას რუსთაველის გამზირზე.

 

 

ბოკუჩავა აცხადებს, რომ პოლიცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ქაოტურად მოქმედებდა.

 

 

„იყო მომენტები, როცა იყო ჩემი დაკავების მცდელობა, მაგრამ რაღაცნაირად ჩემმა მეგობრებმა შეძლეს, რომ ასე ვთქვათ, გამოეტაცათ ჩემი თავი პოლიციისთვის. პოლიცია მოქმედებდა სრულიად ქაოტურად იმიტომ, რომ ბოლო მომენტში მიიღო რომელიღაც მაღალჩინოსანმა ეს გადაწყვეტილება, რომ თავს დაგვსხმოდნენ. ჩვენ უბრალოდ მოვედით იმისთვის, რომ გვერდზე დავმდგარიყავით ადამიანების, რომლებიც კარვების გადატანის დროს ათრია პოლიციამ.

 

 

სრულიად მშვიდობიან სიტუაციაში, პოლიციის რომელიღაც მაღალჩინოსანმა მიიღო ასეთი დავალება და დაიწყეს ქაოტურად ჩვენი დაკავება. მე პირადად ვნახე და გადაღებულიც მაქვს კადრები, როგორ მიათრევენ ირაკლი ნადირაძეს - საკრებულოს წევრს, ასევე დააკავეს ნიკა მელია. როცა ასე ექცევა გახარიას უწყება დეპუტატებს, საკრებულოს წევრებს, როგორ მოექცევა ის რიგით მოქალაქეებს?" განუცხადა თინათინ ბოკუჩავამ „რუსთავი 2"-ს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი