შსს-ში გამართულ ბრიფინგზე დაკავებულად გამოცხადებული ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ „ისინი სამართალდამრღვევებს კი არ აკავებენ, პოლიტიკური მამებისგან იღებენ სიას, ვინ უნდა დააკავონ“
11-06-2018, 19:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მისი დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საგანგებო ბრიფინგზე გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება.

 

 

„ნახეთ, როგორი პროფესიონალიზმით მუშაობენ შსს-ში, მელია არ დაგვიკავებიაო და ათობით კამერამ გადაიღო, როგორ მიათრევდნენ ნიკა მელიას და როგორ ჩატენეს მანქანაში.

 

 

დავაკავეთ ლევან ხაბეიშვილიო და აქ ვარ, თქვენთან ერთად", განუცხადა ხაბეიშვილმა „რუსთავი 2"-ს პარლამენტის შენობასთან მას შემდეგ, რაც შსს-ში მისი დაკავების შესახებ ისაუბრეს.

 

 

„სავარაუდოდ, ნახეთ რა შეეშალათ, ისინი სამართალდამრღვევებს კი არ აკავებენ, პოლიტიკური მამებისგან იღებენ გადაწყვეტილებას და სიას, ვის აკავებენ და წაიკითხა, ალბათ, ის სია ბრიფინგზე შსს-ს მომხსენებელმა რომელიც იყო - უკაცრავად ხალხო, შარვალ-კოსტუმს რომ ჩაიცმევთ მანდ და დადგებით, მოყვებით, რომ ვიღაც დააკავეთ, ვიღაც დასაჯეთ, ვიღაცამ სამართალდარღვევა ჩაიდინა, უკაცრავად, თქვენ ამას თუ ვერ არკვევთ, ამ ქვეყანაში რის გამრკვევები და რის დამდგენები ხართ", განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

 

ის, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს თბილისის საკრებულოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან" - ირაკლი ნადირაძე და ლევან ხაბეიშვილი დააკავეს, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

უწყებამ, მოგვიანებით, გაავრცელა ჭელიძის განცხადების ტექსტი, რომელშიც აქციაზე დაკავებულ პირთა შორის ლევან ხაბეიშვილი ნახსენები არ არის. მათ მიერ გავრცელებულ ბრიფინგის ამსახველ ვიდეოშიც წინადადებიდან - „რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-173 მუხლებით დაკავებულია 9 პირი, მათ შორის, თბილისის საკრებულოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან" - ირაკლი ნადირაძე და ლევან ხაბეიშვილი",  ფრაზა „მათ შორის, თბილისის საკრებულოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან" - ირაკლი ნადირაძე და ლევან ხაბეიშვილი" ამოჭრილია.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი