რომან გოცირიძისთვის ირაკლი კობახიძის განმარტება ნიკა მელიას „განრიდებაზე“ ბუნდოვანი აღმოჩნდა: „რატომ იყო აქ მოსული თქვენთან შინაგან საქმეთა მინისტრი? იმიტომ, რომ ამ სიტუაციიდან გამომძვრალიყავით“
11-06-2018, 20:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რომან გოცირიძისთვის არადამაჯერებელი და გაუგებარია ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გაკეთებული განმარტება ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, რომ დეპუტატი კი არ დააკავეს, არამედ მისი განრიდება მოხდა, რათა „ეს ქმედება არ გადაზრდილიყო რაიმე სხვა ტიპის სამართალდარღვევაში“.

 


„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს უთხრა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მასთან იმიტომ მივიდა, რომ „ამ სიტუაციიდან გამომძვრალიყვნენ“.

 


„ჩვენ ვხედავთ, რომ მოხდა სერიოზული დანაშაული. ხდება იურიდიული ტერმინებით მანიპულაცია და როგორც უკვე აქ ითქვა, არავითარი განრიდება არ არსებობს დეპუტატთან მიმართებაში. გაიტაცეს დეპუტატი და მაშინ თქვენ ამბობთ, რომ ეს განრიდება შეიძლება იყოს 24 საათის განმავლობაში? არ შეიყვანონ, ე.ი. პოლიციის შენობაში და მანქანაში განრიდებული ჰყავდეთ? ვინ დაადგინა განრიდების ასე ვთქვათ, დროის საზღვარი - 10 წუთია განრიდება, თუ 10 საათი. რატომ იყო აქ მოსული თქვენთან შინაგან საქმეთა მინისტრი? იმიტომ, რომ ამ სიტუაციიდან გამომძვრალიყავით და არაფორმალური კონსულტაციების შედეგად და როგორც ამბობთ, თქვენი ჩარევის შედეგად, ფაქტობრივად, თქვენ მიაფუჩეჩეთ კანონდარღვევის ფაქტი“, განაცხადა რომან გოცირიძემ.

 


ირაკლი კობახიძემ ბიუროზე განაცხადა, რომ პოლიციამ კარავში მყოფი ორი ძებნილის აყვანის ოპერაცია ჩაატარა.

 


„გავრცელდა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან, კონკრეტულად ამ კარვებიდან აყვანილი იქნა ორი ძებნილი, რომელსაც უკვე დიდი ხანია ეძებს შინაგან საქმეთა სამინისტრო“, განაცხადა კობახიძემ, რაზეც მას გოცირიძემ ასე უპასუხა:

 

„ჩვენ ვიცოდით, რომ თქვენ ნარკოტიკებს უდებდით. ახლა ორი ძებნილი ჩაუდეთ იმ კარავში ხომ? ე.ი. თქვენ ნარკოტიკების ჩადების პრაქტიკიდან გადახვედით ძებნილების ჩადების პრაქტიკაზე“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი