ნიკა მელია აცხადებს, რომ გიორგი გახარია არის „ყველაზე მძიმეწონიანი დამნაშავე“ და ის „აუცილებლად აგებს პასუხს“
11-06-2018, 21:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიციის მიერ დაკავებული და მოგვიანებით განთავისუფლებული ნიკა მელია დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით უმთავრეს პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას აკისრებს და აცხადებს, რომ იგი „აუცილებლად აგებს პასუხს“.

 


პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა მელიამ კომენტარი „რუსთავი 2“-თან გააკეთა.

 


„აღმოაჩინეს დაკავებიდან 1 საათში... კითხვაზე, ვიყავი თუ არა პარლამენტის წევრი და პასუხი, რომ ‘დიახ’, ვითომ ნუთუ არ იცით, რომ ვარ? და დაუყოვნებლივ მომხსნეს ხელბორკილები და გამოვედი, გავაჩერე ტაქსი და მოვედი აქ... და გამოსულა ვიღაც ქალბატონი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ჩემი კოლეგა და უსაუბრია, რომ თითქოს ეს იყო განრიდება ბატონი მელიასიო. როგორც აი, რუსთაველის თეატრში, როდესაც გარდაიცვლება ამაგდარი მსახიობი და გამოასვენებენ იქიდან, ხელში ამიყვანა ოცდაათმა კაცმა და მანქანაში ჩამტენა.

 


„დააკავეს ადამიანები, ვინც სარალიძეს და ბატონ მაჩალიკაშვილს გვერდში, მხარში ედგა დღეების განმავლობაში და მკვლელები ახლა შესაძლებელია, მე მისმენდნენ. შესაძლებელია კი არა, მისმენენ ალბათ, და მკვლელების მფარველები - ყველა, ბატონი გახარია არის ყველაზე მძიმეწონიანი დამნაშავე ამ დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით. ეს ადამიანი აუცილებლად აგებს პასუხს“, აღნიშნა მელიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი