ზაზა სარალიძე აქციებს დროებით წყვეტს და შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს „გონივრულ ვადას“ აძლევს იმისათვის, რომ პოსტებიდან გადადგნენ
11-06-2018, 23:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზაზა სარალიძის გადაწყვეტილებით, თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქციები „დროებით შეწყდება“, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მასშტაბური აქციის გამართვა ძალაში რჩება. იგი შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს ერთკვირიან, „გონივრულ ვადას“ აძლევს იმისათვის, რომ პოსტებიდან გადადგნენ.

 


„მოთხოვნები იგივე რჩება აბსოლუტურად. პლუს გონივრული ვადა მინდა მივცე ხელისუფლებას იქიდან გამომდინარე, რომ მოვითხოვე შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების გადაყენება. გონივრულ დროსაც მივცემ ერთი კვირის განმავლობაში, რომ იფიქრონ. ეს სოლიდარობის აქციები გაგრძელდება, რა თქმა უნდა. თუ ჩავთვლით საჭიროდ, არ არის გამორიცხული, ხვალვე ჩავნიშნოთ მასშტაბური აქცია. როგორც ასეთი, კატეგორიულად ერთ კვირას გადავწევ აქციას, ამას არ ვამბობ... რაც არ უნდა გამოიძიოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დღეს ყველამ თვალნათლივ დავინახეთ, რა გადაცდომები ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს“, განაცხადა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებათან საუბრისას.

 


მან აღნიშნა, რომ აქციებს არ ეთიშება, მაგრამ დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ვერ მოახერხებს აქციებზე ყოფნას.

 


„გამოთიშვა გამორიცხულია. უბრალოდ, განვმარტავ ისევ. დღეს აქცია დაგეგმილი მქონდა, მაგრამ იქიდან გამომდიონარე რომ მთელი დღე სასამართლოში ვიყავი, შემდეგ ამ კომისიასთან ვიყავი შესახვედრი და დღეს კიდევ უნდა წავსულიყავი გენინსპექციაში, მაგრამ უკვე გვიანია ძალიან, ვეღარ მივდივარ. ხვალ დილიდან გენინსპექციაში უკვე შეხვედრაზე შევთანხმდით, 11:00 საათზე გენინსპექციაში უნდა ვიყო. უბრალოდ ვერ მივაქცევ ყურადღებას. ნებისმიერ ადამიანს თუ უნდა საპროტესტო აქცია რომ გაგრძელდეს, აუცილებლად გააგრძელებენ და მოთხოვნები აბსოლუტურად იგივე რჩება“, აღნიშნა სარალიძემ.

 


შეკითხვაზე, თუ რა მოსაზრება აქვს ამასთან დაკავშირებით მალხაზ მაჩალიკაშვილს, სარალიძემ თქვა, რომ მასთან დილის შემდეგ არ ჰქონია კომუნიკაცია, მაგრამ დასძინა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი და სხვები პანკისის ხეობაში რამადანს აღნიშავენ, რაც კვირის ბოლოს სრულდება და ამის შემდეგ ისინი „მაქსიმალურად შემოგვიერთდებიან“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი