ნინო ბურჯანაძე: სარალიძეს, მაჩალიკაშვილსა და ყველა უდანაშაულოდ დაჩაგრულ ადამიანს დღესაც გვერდით ვუდგავარ და რა მიმართულებით ვიმოქმედებთ, სამომავლოდ გამოჩნდება
12-06-2018, 11:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციებზე პოლიტიკურ პარტიებს გაცილებით მეტი აქტიურობა უნდა გამოეჩინათ, თუმცა, მისივე თქმით, იმის გამო, რომ პარტიებს არ დაბრალებოდათ პროცესის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, პარტიების აბსოლუტურმა უმრავლესობამ პროცესისგან დისტანცირება მოახდინა და რის გამოც აღნიშნული პროცესი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში გადავიდა.

 


ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ „როცა ადამიანს სისტემა დაუპირისპირდა და მოხდა სისტემური დანაშაული, როცა მთავარი პროკურორი გადადგა, როცა ვითხოვთ იუსტიციის მინისტრის გადაყენებას და შესაბამისი სტრუქტურების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ბუნებრივია, ეს პოლიტიკური პროცესებისა და შეფასებების გარეშე ვერ მოხდება".

 

 

„აქციის ორგანიზატორები მოქმედებისას, გარკვეულწილად, არათანმიმდევრული იყვნენ, მათ შორის იმიტომ, რომ ისინი და აქციის მონაწილეები რაღაცნაირად ცდილობდნენ, პოლიტიკური პროცესისგან, თავად არსისგან მაქსიმალურად ყოფილიყო დისტანცირება. ერთია პოლიტიკური გემოვნება, ვინმეს მიმღებლობა, თუ მიუღებლობა, მაგრამ ყველა პოლიტიკურ პარტიას გაცილებით მეტი აქტიურობა უნდა გამოგვეჩინა. როგორც ჩანს, გარკვეულწილად, ამან ჩვენზეც იმოქმედა და გარკვეული კომპლექსიც იყო, რომ არ დაგვბრალებოდა, თითქოს, ამას პოლიტიკური მიზნებისთვის ვიყენებდით. პარტიების აბსოლუტურმა უმრავლესობამ პროცესისგან დისტანცირება მოახდინა და ამანაც განაპირობა ის, რომ პროცესი პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში გადავიდა“, განაცხადა ბურჯანაძემ.

 


შეკითხვაზე, შეუერთდება თუ არა მისი პარტია აქციებს იმ შემთხვევაში, თუ აქციები გაგრძელდება, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ის არაფერს არ უერთდება და არც აკლდება.

 

 

„პოლიტიკური, ან არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მე ვიღებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, როდის რა მოქმედებაა საჭირო. თანაგუნდელებთან ერთად, სარალიძეს, მაჩალიკაშვილსა და ყველა უდანაშაულოდ დაჩაგრულ ადამიანს დღესაც გვერდით ვუდგავარ და რა მიმართულებით ვიმოქმედებთ, ეს სამომავლოდ გამოჩნდება“, განაცხადა ბურჯანაძემ, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი