დავით უსუფაშვილი: რუსთაველის გამზირზე საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია დაიწყო ერთი მხრივ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მეორე მხრივ, „ქართულმა ოცნებამ“
12-06-2018, 12:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსთაველის გამზირზე საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია დაიწყო ერთი მხრივ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მეორე მხრივ, „ქართულმა ოცნებამ“, ასე აფასებს „შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი გუშინ, 11 ივნისს თბილისში, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს.

 

 

უსუფაშვილის აზრით, ორივე პოლიტიკური ძალა ცდილობს, იგივე პოლიტიკური სცენარი გაითამაშოს, რითაც ბოლო რამდენიმე არჩევნებში ერთმა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, მეორემ კი, ოპოზიციურ ფლანგზე ნომერ პირველი ძალის სტატუსის დამკვიდრება მოახერხა.

 

 

„დღევანდელი მოვლენები სხვა ვერაფრით აიხსნება. გუშინდელი აქციის შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთადერთი გზა, გამწვავებაზე წასვლა, დაპირისპირება, შეტაკება და შეხლა-შემოხლაღა რომ დარჩენოდა, ეს გუშინ საღამოს, კარვის გადატანის პროცესშივე იყო გასაგები. „ქართულმა ოცნებამ“ კი გადაწყვიტა, ამ გზას გაჰყოლოდა, ხალხი ისე დაეკავებინა, როგორც დააკავა, ისე გაესამართლებინა, როგორც გაასამართლა, პარლამენტის წევრ მელიას ისე მოპყრობოდა, როგორც მოეპყრო და უკვე ტროტუარზე გადატანილი კარვები ისე დაეშალა, როგორც დაშალა“, განაცხადა უსუფაშვილმა, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.

 

 

„შენების მოძრაობის" ლიდერი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ევროპულმა საქართველომ" დიდი პასუხისმგებლობა აიღო, რადგან „თუ კომისიამ ყველაფერი ისე ვერ გამოიძია, რომ საზოგადოებამ მათი დაიჯეროს, ისინი შესაძლოა, პოლიტიკური მესაფლავის როლში აღმოჩდნენ, ან საკუთარი თავის მესაფლავე, ხოლო თუ კარგად გამოიძია და სისტემური პრობლემები გამოავლინა, მაშინ „ქართული ოცნების“ მესაფლავე".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი