ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში იმყოფება
12-06-2018, 13:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მივიდა. სარალიძის თქმით, სამართალდამცველებს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საქალაქო სასამართლოს სასადილოში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

 

 

სარალიძე ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დასჯას მოითხოვს.

 

 

„მე თვითონ გადმოვრეკე გენინსპექციაში და ამასთან დაკავშირებით დამიბარეს, რომ დეტალებზე ვისაუბრო. ყველაფერს დეტალურად ვეტყვი, ვისხედით ჩვენ საჭმელს ვჭამდით, შემოცვივდნენ, მოთხოვეს ზვიად კუპრავას, რომ მოსამართლე გიბარებსო. ძალით გაათრიეს კუპრავა. თავზე დაგვამხეს საჭმელ-სასმელი, გადმოგვიყირავეს მაგიდა. ლაგვილავას ხელით შეეხნენ. ჯიკაობის მომენტში ჩემსკენაც წამოვიდნენ ეს იყო მარაზმი, ჭამა არ გვაცადეს.... დასაჭერები არიან სუყველა. ყველა პოლიციელი დასაჭერია. იქ კონკრეტული პოლიციელები გათავისუფლებული უნდა იყვნენ თანამდებობიდან”, განუცხადა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი