არჩილ თალაკვაძემ სამთავრობო ცვლილებების შესახებ განაცხადა, რომ სხდომაზე ეს საკითხი განხილვის თემა არ ყოფილა
12-06-2018, 18:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობასა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობის სხდომაზე სამთავრობო ცვლილებები განხილული არ ყოფილა.

 


თალაკვაძემ აღნიშნული განცხადება რამდენიმე წუთის წინ ჟურალისტებთან საუბრისას გააკეთა.

 


შეხვედრის დაწყებამდე დეპუტატები სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ ცვლილებები ბოლოდროინდელი პროცესებიდან გამომდინარე საჭირო და აუცილებელია. არჩილ თალაკვაძემ კი აღნიშნა, რომ „ზოგიერთ დეპუტატს შესაძლოა აქვს მსგავსი მოსაზრება", თუმცა, რეალურად უმრავლესობის სხდომაზე განხილული არა მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებები, არამედ მიმდინარე პროცესები და გაეროს ეგიდით ჩატარებული კვლევის შედეგები იყო.

 

 

„ვიმსჯელეთ გაეროს ეგიდით ჩატარებული კვლევის ძირითად შედეგებზე და ამ შედეგებთან დაკავშირებით იყო განხილული მთელი რიგი საკითხები, მათ შორის, კვლევით უკვე ცნობილია, რომ ჩვენი თანამოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ დგას იმ პრობლემების წინაშე, რაშიც ხელისუფლების და მთავრობის მოქმედების გეგმა საჭიროა. ჩვენ ველოდებით მთავრობისგან კონკრეტულ სამოქმედო გეგმას იმ შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობასთან დაკავშირებით გადაიდგმება", განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

შეკითხვაზე, თუკი აღნიშნულ შეხვედრაზე, რომელიც სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, მართლაც გაეროს ეგიდით ჩატარებული კვლევაზე იყო მსჯელობა და არა სამთავრობო ცვლილბებზე, დაესახელებინა კონკრეტული მონაცემები თუ რამდენი ბავშვი რჩება სიღარიბეში, თალაკვაძემ აღნიშნა:

 

 

„ვერ დავინახე მე ლოგიკური კავშირი, რომლის აგებასაც თქვენ ცდილობთ. როგორც უმრავლესობის წარმომადგენელი გეუბნებით, რომ ამ კვლევაში იმ დადებით შედეგებთან ერთად, რომლებიც ჩვენს ეკონომიკურ რეფორმებს მოჰყვა, არის საუბარი მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. შესაბამისად, ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის და პარლამენტარების რეაქცია და მოლოდინი არის ის, რომ ჩვენ მივიღოთ ქმედითი პასუხი ამ პრობლემებთან დაკავშირებით. კონკრეტულად გპასუხობთ, ეს ეხება ხანდაზმულ ადამიანებს, ეს ეხებათ პენსიონერებს, ეს ეხებათ ბავშვებს და მოწყვლად ჯგუფებს ჩვენი საზოგადოების", განაცხადა თალაკვაძემ, რომელმაც თქვა, რომ საუბარი შეეხო ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასაც და მთავრობამ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება - აღსრულდეს მართლმსაჯულება და არ დარჩეს საზოგადოებას ამ საქმეზე შეკითხვები.

 

 

შეკითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები უახლოეს პერიოდში, თალაკვაძემ ასე უპასუხა:

 

 

„ჩვენთვის პრიორიტეტი არის იმ პირობების და იმ ამოცანების შესრულება, რომლებიც საზოგადოებამ დაგვისახა ჩვენ, ამ პროცესში, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება საკანონმდებლო თუ იქნა საკადრო, თუ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ჩვენთვის არის მეორეხარისხოვანი. თუ ეს საჭირო გახდება, რაღა თქმა უნდა, ჩვენ გუნდში არასოდეს არ ყოფილა გადაწყვეტილებებზე მსჯელობის პრობლემა, თუმცა დღეს ამასთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა.... ამ შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო კვლევის განხილვა. მიღწეულთან ერთად, ჩვენ ვხედავთ, რომ რჩება საკმაოდ საყურადღებო პრობლემები - სოციალური სახის პრობლემები, რაზეც როგორც გითხარით, ჩვენ ველოდებით მთავრობის მხრიდან სამოქმედო გეგმას. ამ შედეგებთან დაკავშირებით, ჩვენთვის უმთავრესი არის, რომ მიიღონ ქმედითი ზომები და გონივრულ დროში, ეს საკითხები შეძლებისდაგვარად აღმოიფხვრას".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი