შალვა ნათელაშვილი საყოველთაო სახალხო საპროტესტო მოძრაობის დაწყებას აანონსებს - „გაყინონ მსოფლიო ბანკებში ივანიშვილის კრიმინალური და ჩვენგან წართმეული მილიარდები“
12-06-2018, 19:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი გუშინ, 11 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „მშვიდობიანი დარბევა რომელიც მათ ჩაიდინეს, გამორიცხავს მათ ხელისუფლებაში დარჩენას".

 


როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, პროცესს უნდა მიეცეს პოლიტიკური ხასიათი და „უნდა დავამთავროთ პოლიტიკური ჰერმაფროდიტიზმი" და „აღვირახსნილ პოლიტიკურ რეჟიმს უნდა დაუპირისპირდეს ოპოზიცია".

 

 

„დღეიდან ევროპის სივრცეში გამოჩნდა ახალი ოლიგარქ-დიქტატორი ბიძინა ივანიშვილის სახით.

 


რეჟიმმა არ იკმარა ახალგაზრდების ჩახოცვა და უკვე გადავიდა შვილმოკლული მამების დარბევაზე, ოპოზიციის წინააღმდეგ აღვირახსნილ რეპრესიებზე.

 

 

ჩვენმა ხალხმა ყველაფერ ამას უნდა უპასუხოს გაერთიანებით, მედგარი ბრძოლით. დასაწყებია საყოველთაო სახალხო საპროტესტო მოძრაობა, რომელმაც უნდა მიგვიყვანს რეჟიმის შეცვლამდე, პარლამენტის თვითლიკვიდაციამდე, ახალი არჩევნების ჩატარებამდე. ამ ყველაფერზე ჩვენ უკვე ვიწყებთ კონსულტაციებს ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან და ვიწყებთ ბრძოლის ეტაპებისა და ფორმების სერიოზულ დაგეგმვას.

 

 

კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვუწოდებთ ჩვენს მეგობარ დემოკრატიულ სამყაროს, გაყინონ მსოფლიო ბანკებში ივანიშვილის კრიმინალური და ბევრწილად ჩვენგან წართმეული მილიარდები. ეს მას მოტეხავს იმ ფრთებს, რომელიც სამწუხაროდ, მიიკერა არამარტო შიგნით არსებული ტყუილებით და არჩევნების გაყალბებით, არამედ გარკვეული საგარეო მხარდაჭერითაც თავის დროზე", განაცხადა ნათელაშვილმა ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 1
#1   David
      
ავირჩიოთ რა ეს კაცი ერთხელ პრეზიდენტად, მერე ამ პოსტს კიდევ ვიღაცას მიყიდის სარფიანად და დაგვანებებს თავს!
13 ივნისი 2018 05:37
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი