მთავრობის გადადგომას მოითხოვს „ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით ჭიჭინაძე
13-06-2018, 12:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ მოსახლეობაში არსებული მასობრივი უკმაყოფილების და ეკონომიკური ზრდის შეფერხების ფონზე აუცილებელია მთავრობა გადადგეს.

 

 

„მე გუშინაც ვიძახდი, დღესაც ვაფიქსირებ, რომ ცვლილებები საჭიროა, განსაკუთრებით, როდესაც გამოქვეყნდა „იუნისეფის“ კვლევები, იქ არის ძალიან გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ როდესაც ჩვენ შევქმენით კომისია, არ ვენდეთ უმრავლესობას და ვენდეთ ოპოზიციას - ოპოზიცია დაადგენს ამ ქვეყანაში სიმართლეს და ჩვენ ამის უნარი არ შეგვწევს, პლუს მაგას, როდესაც ჩვენ ეკონომიკას ვერ ვზრდით, ბანკებს მივეცით საშუალება არანორმალური მოგებების და შემდეგ შესაბამისად, ბანკები დღეს კარნახობენ ხელისუფლებას... ყველა კანონს, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, პრაქტიკულად ისინი არღვევენ და ხელისუფლება ამაზე არ რეაგირებს, ვფიქრობ, ხალხში გროვდება დიდი უკმაყოფილება და ყოველთვის გამოსავალი არის, რომ მთავრობა უნდა გადადგეს. კრიზისის გახსნის და ზოგადად, ასეთი დაძაბულობის მოხსნის საშუალება არის, როდესაც მთავრობა გადადგება, იქნება ახალი პროგრამა წარმოდგენილი. თუ ამანაც არ უშველა, შემდეგ სხვა ეტაპები არსებობს პოლიტიკური ცხოვრების და მე ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ საზოგადოებაში ის ნდობა და მხარდაჭერა აღვადგინოთ, რომელიც თავის დროზე გააჩნდა „ქართულ ოცნებას“, განაცხადა დავით ჭიჭინაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში პირდაპირი ჩართვისას და დაამატა:

 

 

„პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მთავრობამ და უნდა გადადგეს, იმიტომ რომ არ სჯერათ ჩვენი სამართლიანობის, არ სჯერათ ჩვენი ეკონომიკის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დეპუტატებს, რომელთაც პირადად გვაქვს მიცემული დაპირება მოსახლეობასთან, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ასეთ შემთხვევაში შევცვალოთ მთავრობა“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი