ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლისგან მიიღო წერილი, რომლის მიხედვითაც მარნეულის ინციდენტში სავარაუდოდ, გარეული იყო პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვი
13-06-2018, 14:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პლენარულ სხდომაზე მარნეულის ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარლამენტში მიიღო მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის, მამუკა ვასაძის წერილი.

 

 

კობახიძის თქმით, გარდა ადგილობრივი თანამდებობის პირებისა, სავარაუდოდ, ამ ინციდენტში იყო გარეული ასევე საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი.

 

 

„მე მინდოდა განცხადებების შემდეგ გამემახვილებინა ყურადღება მარნეულის ინციდენტზე, ძალიან მძიმე ინციდენტზე, თუმცა, ვამახვილებ ამ ფაქტზე ყურადღებას ახლა, მით უმეტეს, შემოსულია წერილი მთავრი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლისგან, ბატონი მამუკა ვასაძისგან, შემდეგი შინაარსის არის ეს წერილი, რაც შეეხება ინციდენტს ზოგადად ვიტყვი, რომ გარდა ადგილობრივი თანამდებობის პირებისა, სავარაუდოდ, ამ ინციდენტში იყო გარეული ასევე საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი.

 

 

შესაბამისად, შემოსულია მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის წერილი შემდეგი შინაარსის: „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მეორე ნაწილისა და პარლამენტის რეგლამენტის მე-20 მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე გაცნობებთ, რომ 2018 წლის 13 ივნისს 11 საათზე, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, პროკრატურის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მესამე ნაწილის „დ“ პუნქტით მთავარი პროკურორისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს პარლამენტის წევრის, აზერ სულეიმანოვის ბრალდების შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშუალის ჩადენისთვის“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი