მიხეილ სააკაშვილი: ქოცები იტყუებიან „შარდის სკანდალთან“ დაკავშირებით - მარტო მერი კი არა, სუს-ის მთელი შემადგენლობა და მათი სპონსორი - ივანიშვილია დასაკავებელი
13-06-2018, 15:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მარნეულში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ „შარდის სკანდალთან" დაკავშირებით, არამარტო მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, არამედ სუს-ის შემადგენლობა და ბიძინა ივანიშვილია დასაკავებელი.

 


„ქოცები, როგორც ყოველთვის, იტყუებიან „შარდის სკანდალთან" დაკავშირებით, ისინი ამბობენ, რომ ნაციონალებისგან განსხვავებით,დამნაშავე დააკავეს.

 


დადგმული „ციხის კადრების" გამოქვეყნების შემდეგ, გადადგა მინისტრი ახალაია და ჩვენ დავაპატიმრეთ საქმესთან დაკავშირებული ციხის ყველა თანამშრომელი, რომელთა 90% ოცნებამ გაათავისუფლა და ბედუკაძე გმირად გამოაცხადეს.

 


რაც შეეხება მარნეულში მომხდარ ფაქტს, აქ მარტო მერი კი არა, სუსის მთელი შემადგენლობა და მათი სპონსორი - ივანიშვილია დასაკავებელი", წერს სააკაშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

 

 

პროკურატურამ  დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს პარლამენტის წევრის „ენმ“-დან აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ დაიწყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი