ნიკა მელია: „ბევრად უფრო ღირსეულად წავიდა ბატონი ღარიბაშვილი, ბატონმა ღარიბაშვილმა ის მაინც თქვა, რომ ბიძინამ დამნიშნა და ბიძინამ გამიშვა“
13-06-2018, 19:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი კვირიკაშვილის საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტიდან გადადგომას აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი „ბევრად უფრო ღირსეულად წავიდა თანამდებობიდან".

 


„ბევრი ვერაფერი ვერ გავიგე მისი საუბრიდან. პირდაპირ გეტყვით: ბევრად უფრო ღირსეულად წავიდა ბატონი ღარიბაშვილი. ბატონმა ღარიბაშვილმა ის მაინც თქვა, რომ, ბიძინამ დამნიშნა და ბიძინამ გამიშვა. ბატონმა კვირიკაშვილმა თქვა შემდეგი, რომ თითქოს მას აქვს უთანხმოება თვეების განმავლობაში ხედვებთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარესთან, თვეების განმავლობაშიო, არადა სამი კვირის წინ აირჩია ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ მხოლოდ პარტიის თავმჯდომარედ. ასევე, ეს ადამიანი, 30 მარტს საუბრობდა ცინიკურად, საზოგადოებას და ოპოზიციას ესაუბრებოდა, რომ აქ ყვავ-ყორნებივით რომ დასტრიალებთო ჩემს ადმინისტრაციას და რომ ელოდებითო, ტაიმერი როდის დარეკავს და როდის გადავდგებიო, პირობას გაძლევთო, რომ ტაიმერი რამდენიმე წელს არ დარეკავსო. აქიდან გამომდინარე, რისი თქმა შეიძლება და თამამად თან, დიახაც საზოგადოებისთვის ეს არის პირველი, მაგრამ ძალიან პატარა გამარჯვება“, აღნიშნა მელიამ.

 

 

მისი თქმით, ეს არის უკანასკნელი მთავრობა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი წარადგენს და „ყველაფერი დამთავრდება შემოდგომაზე“.

 


„ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო ბარტყების გადმოგდება საკუთარი თავის გადასარჩენად. გადმოაგდო მირზა სუებლიანი, გადმოაგდო შოთაძე, და გადმოფერთხა მთელი მთავრობა. მე იმედი მაქვს ვერ გაბედავს ახლა ქალბატონი წულუკიანის, ბატონი გახარიასი და სხვა კორუმპირებული ადამიანების დატოვებას ამ მთავრობის შემადგენლობაში... ქვეყანაში დიახაც შარდის სუნად ყარს სახელმწიფო ბიძინა ივანიშვილის პირობებში. ადამიანებს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის და ქართული ოცნების გინებისთვის შარდს სახეზე უსმევენ“, განაცხადა ნიკა მელიამ „რუსთავი 2“-ის პირადაპირ ეთერში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი