მიხეილ სააკაშვილი: მინდა ვუთხრა ივანიშვილს - გველოდე ყვარყვარე - მოვდივართ, დაგვხვდი და ყველაფერს მიეჩინება თავისი ადგილი
13-06-2018, 20:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება. როგორც მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2"-თან სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, „პითონი კა კანის შეცვლას ცდილობს", თუმცა, როგორც სააკაშვილი ამბობს, მალე ყველაფერი დასრულდება და ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხი პასუხს მოსთხოვს.

 


„გუშინ ივანიშვილმა მოსთხოვა კვირიკაშვილს გადადგომა და კვირიკაშვილმა, პირველი რეაქცია იყო, რომ ბატონს უთხრა უარი. მაგრამ, როგორც ჩანს, საღამოს იხილა კადრები შარდით დამუშავების ოცნების აქტივისტების, ჩაიხედა სარკეში, შეეცოდა საკუთარი სახე, მშვენივრად იცის, რომ ივანიშვილი ყველაფრის გამკეთებელია და არარაობა მონებზე იგივე პროცედურის ჩატარება არ დაენანებოდა. გადაწყვიტა, რომ ოლიგარქის ექსკრემენტები არ არის სასარგებლო მისი სახისთვის და გაიძურწა უკანა კარებდან.

 

 

ხალხო, ეს ბატონ-ყმობა, ეს მონობა უნდა დასრულდეს, სანამდე უნდა ვემონოთ გაუნათლებელ, ბნელ, მახინჯ, ერთუჯრედიან ოლიგარქს. მერე რა, რომ მილიარდერია და კიდევ იპარავს მილიარდებს. ჩვენ ვართ ამაყი ერი, ეს დამცირება უნდა დასრულდეს. ხალხის თავზე დაწუწვა და შარდის სახეში შესხმა უნდა დასრულდეს და ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ლაპარაკი, რომ ეს არის ჟუჟუნა წვიმა.

 

 

მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს, ყვარყვარე, რამდენი სახელიც და გვარიც არ უნდა შეიცვალო, რა სახელიც არ უნდა დაირქვა, რამდენი კანიც არ უნდა გამოიცვალო, პითონი კაა ახლა იცვლის კანს და ახალი კანით უნდა რომ მოგვევლინოს, ყვარყვარე, აუცილებლად მოგადგება ქართველი ხალხი საკარმიდამოში, აუცილებლად დაიბრუნებს თავის ქონებას, თავის ქვეყანას ნამდვილად არ გაგიშვებს და არ მოგცემს საშუალებას გაიპარო, გაიძურწო ქვეყნიდან და უკანა კარიდან გახვიდე, როგორც შენი მორიგი პრემიერი, ასე რომ გველოდე ყვარყვარე - მოვდივართ, დაგვხვდი და ყველაფერს მიეჩინება თავისი ადგილი.

 

 

სულ მალე ყველაფერი დასრულდება. ჩვენ გვრჩება ნახევარი ნაბიჯი. ახლა საჭირო მობილიზება, ოპოზიციის ერთად დგომა და საქართველოს დაბრუნება განვითარებულ, წარმატებულ ქვეყანათა რიგებში. ქართველ ხალხს უნდა დავუბრუნოთ ჩვენი ქვეყანა,", განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი