მიხეილ სააკაშვილი: „ივანიშვილი იძულებული გახდა შარდისთვის გაეყოლებინა ეს პრემიერ მინისტრი... ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანობა“
13-06-2018, 21:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა ხალხის აქტიურობამ განაპირობა და „ივანიშვილი იძულებული გახდა შარდისთვის გაეყოლებინა ეს პრემიერ მინისტრი“.

 

 

სააკაშვილი ამსტერდამიდან „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ახლა „თავმოწყვეტილი ქათმის“ მდგომარეობაშია.

 


„ხელისუფლება ჩამოიშალა, თავმოწყვეტილი ქათამივითაა ახლა... ჩემი პრეზიდენტობის დროს სიღარიბე საქართველოში შემცირდა ორჯერ, ივანიშვილის დროს კი სიღარიბე გაიზარდა ორჯერ. ეს ხელისუფლება არის ჩამოშლის პირას. ივანიშვილი, როგორც პითონი იცვლის კანს, ისეთ მდგომარეობაშია, მაგრამ ახლა მას კანი ძალიან თხელი აქვს. ივანიშვილი არის ახლა უფრო სუსტი, ვიდრე არასდროს და ჩვენ უბრალოდ არ უნდა ვიყოთ ძალიან სუსტები. ახლა როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ოპოზიციის მთელი ძალების ერთიანობა, ახალი ძალების ჩართვა პოლიტიკაში - ახლა, როცა ივანიშვილი გახდა იძულებული, სწორედ შარდისთვის გაეყოლებინა ეს პრემიერ მინისტრი, რადგან ეს ყველაფერი მოხდა ძალიან დიდი უბედურების, დამცირების ფონზე. ადამიანის ასე დამცირება, რაც ჩვენ ვიხილეთ ვიდეოკადრებში, აი, ამის ფონზე ახლა საგამოძიებო კომისიას უკვე აქვს აზრი“, აცხადებს სააკაშვილი.

 


იგი მიიჩნევს, რომ ამ საგამოძიებო კომისიამ უნდა დაიბაროს ყოფილი პრემიერ მინისტრი, „იმედია, ყოფილი შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები, იმიტომ რომ ესენი არიან დანაშაულის უშუალო მონაწილეები, ყოფილი მთავარი პროკურორი და მიაღწიოს ამ ხალხის შავ-ბნელი საქმიანობის გამოძიებას და გამოიძიოს მათი ივანიშვილთან კავშირი“.

 


სააკაშვილის მტკიცებით, მარნეულში განვითარებული მოვლენების უკან სუს-ი და ბიძინა ივანიშვილი დგას.

 


„ის, რაც მოხდა იგივე მარნეულში, ამის პირდაპირი ავან-ჩავანი არის ივანიშვილი. ამას სუსი და გოგაშვილი აკეთებდა. სუსი ყოველთვიურად ივანიშვილისგან იღებს ფულს ხელზე და ივანიშვილისგან იღებს დავალებებს. ეს იცის ყველამ. ივანიშვილი ემზადება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ივანიშვილი აპირებს კენჭი იყაროს პრეზიდენტად და საბოლოო პერსპექტივა მოუსპოს საქართველოს“, აღნიშნა სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 1
#1   გურული
      
სტალინს კითხულობს ეს მართლა ქათამი? tongue
13 ივნისი 2018 13:06
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი