სოზარ სუბარი პოსტიდან წასულ კვირიკაშვილს აკრიტიკებს: „ასე არ არის, რომ პრემიერ მინისტრი კონკრეტულ გადაწყვეტილებებს საპარლამენტო გუნდთან შეთანხმების გარეშე იღებდა“
14-06-2018, 09:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ასე არ არის, რომ პრემიერ მინისტრი კონკრეტულ გადაწყვეტილებებს საპარლამენტო გუნდთან შეთანხმების გარეშე იღებდა, განაცხადა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, სოზარ სუბარმა „პირველი არხის“ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

 

 

მან აღნიშნა, რომ მთავრობის „გადახალისების გარეშე დემოკრატია არ არსებობს და ეს ძალიან ნორმალური პროცესია“. 

 


„ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებებით, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკად საბოლოოდ ჩამოყალიბდა, რაც პარლამენტის მხრიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაზე გაცილებით მეტ კონტროლს და პოლიტიკის შემუშავებაში საპარლამენტო და სამთავრობო გუნდის გაცილებით მეტ თანამონაწილეობას გულისხმობს. როგორც ჩანს, სწორედ ამ კომუნიკაციის და შეთამაშების ნაკლებობა იყო, რამაც გარკვეულ ეტაპზე უბრალოდ, გადახალისება მოითხოვა. ამის გარეშე დემოკრატია არ არსებობს და ეს ძალიან ნორმალური პროცესია“, განაცხადა სოზარ სუბარმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ვებგვერდი ავრცელებს.

 


სუბარის თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რისი განხილვაც 12 ივნისს საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე ხდებოდა, ის იყო, რომ მკაცრი საბანკო რეგულაციების პოლიტიკის გატარება, რაც ამ რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდა, შესაძლებელი იყო, გაცილებით ადრე მომხდარიყო.

 


როგორც სუბარმა აღნიშნა, მეორე საკითხი მთავრობას და საპარლამენტო უმრავლესობას, ან უშუალოდ პრემიერ მინისტრსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის ერთგვარი შეუთანხმებლობა იყო.

 

 

„იყო აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც გარეთ ძალიან ხშირად, ღიად გამოდიოდა. ის, რაც გარეთ გამოდიოდა, უფრო პარლამენტს შიგნით დებატები იყო, მაგრამ რაღაცნაირად, გუნდში გარკვეული განსხვავებული შეხედულებები გაჩნდა, რამაც ერთგვარად, ბიძინა ივანიშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებაც განაპირობა“, განაცხადა სუბარმა.

 

 

კომენტარები: 2
#2   დუზანი
      
საკუტარ ტყავზე ზრუნავს!
17 ივნისი 2018 02:14
#1  tata
      
ისე, შენი გასაკრიტიკებელი რა სწირს, შე მართლა ინდაურო
14 ივნისი 2018 06:45
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი