მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს რუსთავის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
14-06-2018, 21:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოთხშაბათს დაკავებულ მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს რუსთავის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

 

მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადებამდე თემურ აბაზოვმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ელჩინ ალახვერდიევს საკუთარი პარტიის წევრებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ ბოდიში უნდა მოეხადა.

 

 

„ამ კაცს დაურეკეს საკუთარი პარტიის წევრებმა და უთხრეს, რომ ბოდიში უნდა მოეხადა. წახვალ და აბაზოვს ბოდიშს მოუხდიო. მე ვუთხარი წაშალეთქო, არასასიამივნო იყო ეს ვიდეო, გინება რა სასიამოვნო იყო. ვისაც ვიცნობდი, ვისთანაც კონტაქტი მქონდა, რომ წაეშალათ. რაც შეეხება ქვეყნიდან წასვლას, რა გასვლა, ერთხელ ვიყავი პრემიერთან ერთად პრეზიდენტის თვითმფრინავით, როცა საზღვარზე გავდიოდი, შს მინისტრთან შეთანხმებით მივდიოდი და ეს იყო სამსახურეობრივი“, განაცხადა თემურ აბაზოვმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი აქვეყნებს.

 


მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით პროკურატურამ გუშინ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი დააკავა, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე ე.გ-ს მიმართ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი