„ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ მამუკა ბახტაძის მიერ 2012 წლის აგვისტოში „ნაციონალური მოძრაობის“ 20 000 ლარით დაფინანსება მისი ნება არ ყოფილა
14-06-2018, 23:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წლის აგვისტოში, საპარლამენტო არჩევნების წინ მამუკა ბახტაძემ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 20 ათასი ლარი შესწირა, არ უარყოფენ „ქართული ოცნების“ ლიდერები, თუმცა ამბობენ, რომ სააკაშვილის რეჟიმისთვის ფულადი თანხის შეწირულობა მამუკა ბახტაძის ნება არ ყოფილა.

 


პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლებას მათრახით და კონვეინური წესით ჰქონდა ფულის ‘ახევის’ მექანიზმი ჩამოყალიბებული და კონკრეტულ პიროვნებას „არავინ ეკითხებოდა“ ამას.

 


„2012 წლის აგვისტოში, არჩევნების წინ ის კონვეინური წესი მოქმედებდა, როდესაც არავინ ეკითხებოდა კონკრეტულ პიროვნებას, გადარიცხავდა თუ არა თანხებს მაშინდელი მმართველი პარტიის ანგარიშზე - მექანიკურად მიდიოდა საკმაოდ უხეში ჩამოჭრა შემოსავლებიდან. კონკრეტული მექანიზმი თუ როგორ კეთდებოდა ეს, შეუძლია თავად მამუკა ბახტაძემ განმარტოს. წინა ხელისუფლებას ასეთი მათრახით და კონვეინური წესით რომ ჰქონდა ფულის ‘ახევის’ მექანიზმები ჩამოყალიბებული, ამიტომაც შეიცვალა“, განაცხადა გია ვოლსკიმ.

 


ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, რომელმაც წარუდგინა მედიას დღეს ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერ მინისტრობის კანდიდატად დასახელებული მამუკა ბახტაძე.

 


მან თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაფინანსება მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილება არ იყო.

 


„რამდენადაც ვიცი, ამ თემასთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძემ ამომწურავი განმარტება გააკეთა. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ის პერიოდი იყო, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა“ პარტიულ დაფინანსებას კერძო სექტორზე, კერძო კომპანიებზე ზეწოლით აგროვებდა. ხშირ შემთხვევაში ისე ხდებოდა, რომ კომპანიის წარმომადგენლები პირადად საქმის კურსში არც კი იყვნენ და ხდებოდა კომპანიებისგან თანხების მიმართვა იმგვარად, რომ ადამიანის გადაწყვეტილება პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებით იგნორირებული იყო. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი