თამარ ჩუგოშვილი: ევროპარლამენტმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო
15-06-2018, 10:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპარლამენტს არასდროს მიუღია ერთიანი დოკუმენტი, კონკრეტულად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით“, ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“ მიღებას.

 

 

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ისტორიულია, ხოლო დოკუმენტის ერთსულოვანი მხარდაჭერა ადასტურებს, რომ ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ერთხმად უჭერენ მხარს.

 

 

„ევროპარლამენტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება - მან პირველად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ოკუპაციის პრობლემას, დევნილების თემატიკას, ტატუნაშვილის და ოთხოზორიას გარდაცვალების საკითხს და იმ რეზოლუციას, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა.

 


ევროპარლამენტს არასდროს არ მიუღია ერთიანი დოკუმენტი, ერთიანი გადაწყვეტილება კონკრეტულად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით.

 

 

ათი წლისთავი სრულდება 2008 წლის ომიდან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპულ ქვეყნებს მუდმივად ჰქონდეთ დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და ეს საკითხი არ ჩაიკარგოს სხვა პრობლემებს შორის, არ გაქრეს დღის წესრიგიდან. რეზოლუცია გვეხმარება, რომ სწორი აქცენტები დაფიქსირდეს რუსეთთან, საქართველო-რუსეთის პრობლემასთან დაკავშირებით, საკითხი იყოს აქტუალური, ახსოვდეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს და მუდმივად გვიჭერდნენ მხარს საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარების კუთხით.

 


მხარდაჭერა იყო ერთსულოვანი, რაც ადასტურებს, რომ მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ზოგადად, საქართველოს ერთხმად უჭერენ მხარს“, განაცხადა ჩუგოშვილმა, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი