უმრავლესობამ პრემიერ მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტს უკვე წარუდგინა
15-06-2018, 13:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უმრავლესობამ პრემიერ მინისტრის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტს უკვე წარუდგინა, პრეზიდენტი კი პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობას წარუდგენს მას შემდეგ, რაც ძველი მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილების შეწყვეტიდან შვიდი დღის ვადაში პრემიერ მინისტრობის კანდიდატი მთავრობის ახალ წევრებს შეარჩევს.

 


კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის წარდგენილი უნდა იყოს სამთავრობო პროგრამაც, რომელიც დეპუტატებს პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა უნდა გააცნოს.

 

 

მთავრობას 150 წევრისაგან შემდგარ პარლამენტში, სადაც მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას წარმოადგენს, ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

 


საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადა, რომ პრემიერ მინისტრის ახალ კანდიდატურას, მამუკა ბახტაძეს, რომელიც მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში შეკრებილ უმრავლესობის დეპუტატებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა, სრული ნდობა და მხარდაჭერა ექნება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი