ირმა ინაშვილი: „ნაცმოძრაობისათვის მამუკა ბახტაძის მიერ გაღებული 20 000-ლარიანი შეწირულობის გამართლება მაშინ, როცა 2012 წლის აგვისტოში სააკაშვილის რეჟიმი პრაქტიკულად გადატეხილი იყო, შეუძლებელია“
16-06-2018, 09:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი პრემიერ მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის მიერ 2012 წლის აგვისტოში, როცა სააკაშვილის რეჟიმი ბიძინა ივანიშვილმა „მორალურად გადატეხა“ და „ნაცმოძრაობა თვითონ იყო შეშინებული“, ნაციონალური მოძრაობისთვის ბახტაძის მხრიდან შემოწირულობის სახით 20 000 ლარის გადარიცხვის გამართლება მიზანშეუწონელია.

 


„მომავალი პრემიერ მინისტრის (ბატონ ბახტაძეს ვგულისხმობ) და ზოგადად, ქვეყნის პრემიერმინისტრობაზე პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსების დახასიათებისას ჩემთვის მთავარი კრიტერიუმი მისი პიროვნული თვისებებია. როგორც გნებავთ, ისე გამიგეთ, მაგრამ მთავარი კრიტერიუმია: ვის, ქვეყნისთვის რა ვითარებაში და რატომ წირავდა ეს პოლიტიკოსი, თუ მენეჯერი ფულს?

 


2012 წლის აგვისტოში სააკაშვილის რეჟიმი პრაქტიკულად გადატეხილი იყო. ბიძინა ივანიშვილმა ის მორალურად გადატეხა. ამ დროს ნაცმოძრაობა თვითონ იყო შეშინებული და, მერწმუნეთ, ვერავის ვეღარ აშინებდა,- პარტიას შემოწირულობა გადმოურიცხე, თორემ გაწამებთო, ამიტომ ნაცმოძრაობისათვის ბახტაძის მიერ გაღებული 20 000 ლარიანი შეწირულობის გამართლება, ჩემი ლოგიკიდან და სინდისიდან გამომდინარე, შეუძლებელია.

 


როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით. ეს ის დროა, როცა ჟურნალისტებმა „ლეპტოპები“ გავყიდეთ, რომ „ობიექტივის“ ეთერი არ გამორთულიყო. არ მინდა ახალგაზრდა პრემიერ მინისტრობის კანდიდატს გული ვატკინო, ან თავს დავესხა, მაგრამ სადაა გარანტია, რომ უკვე პრემიერობისას კიდევ რაღაცის შიშს ან კონკრეტულ რეალობას ვერ შეეწინააღმდეგები და ამჯერად, სახელმწიფოს ინტერესებს ვეღარ დაიცავ?!

 


ეს პოსტი ბატონმა მამუკამ სწორად უნდა გაიაზროს, ხოლო მისი შემოწრულობის „გამპრავებლებმაც“ ფარები ჩააქრონ, ჯობია“, წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი