ვიდეო: ზაჰესში ინკასატორზე ჯგუფური ყაჩაღობის იმიტირებით150 000-ზე მეტი ლარის მითვისების ფაქტზე ორი პირი დააკავეს და ერთ-ერთის სარდაფიდან მითვისებული თანხა ამოიღეს
16-06-2018, 11:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატების დაყაჩაღების ფაქტი გახსნეს. სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და უკანონო საზღვრის კვეთის ბრალდებით ნათესაურ კავშირში მყოფი რ.ხ. და ლ.ზ. თბილისში და სარფში დააკავეს.

 


მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-იდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 


„გატარებული ინტენსიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულებმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ინკასატორზე რ.ხ.-ზე ვითომ ყაჩაღური თავდასხმა დაგეგმეს და ზაჰესში განახორციელეს. თავდასხმის იმიტაციით მათ პოლიციისთვის კვალის არევა და დიდი ოდენობით თანხის (149,828 ლარი, 220 დოლარი) მითვისება, ასევე ქვეყნის უკანონოდ დატოვება სცადეს.

 


გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 2-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო. გამოძიების მსვლელობისას მოწმის სახით გამოკითხულმა ინკასატორმა რ.ხ.-მ სამართალდამცველებს თავდაპირველად განუცხადა, რომ ზაჰესში მას ორმა დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით გააღებინეს მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის კარები და წაართვეს ინკასაციის დროს ამოღებული 149,828 ლარი და 220 დოლარი. ამის შემდეგ შეუკრეს ხელები, წაართვეს ავტომანქანის გასაღები, მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 


გამოძიების მსვლელობისას ჩატარებული იქნა ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები, რა დროსაც გამოკვეთილი იქნა აღნიშნული დანაშაულის ჩამდენის ხერხი და მისი ჩამდენი პირები. როგორც გამოძიებით გაირკვა, წინასწარი შეთანხმებით სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ინკასატორმა 1985 წელს დაბადებულმა რ.ხ.-მ, მისი ნათესავის 1990 წელს დაბადებულ ლ. ზ.-ის მონაწილეობით დაგეგმეს ყაჩაღობის ინსცენირება და წინასწარ შერჩეულ ადგილზე, სადაც არ არის დამონტაჟებული ვიდეო–სათვალათვალო კამერები გაითამაშეს დაყაჩაღების ფაქტი.

 


ჩადენილი დანაშაულისათვის, რ.ხ. სარფში სასაზღვრო–გამშვები პუნქტზე, ხოლო ლ.ზ. ქ.თბილისში იქნენ დაკავებული. სამართალდამცველებმა საგამოძიებო ექსპერიმენტისას ლ.ზ.-ს საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში მითვისებული თანხის დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 


დაკავებულებს ბრალად ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ „დ“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე 370-ე მუხლის მე–3 ნაწილით და 344 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა (წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება, ცრუ ჩვენება და საზღვრის უკანონო კვეთა),“ ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი