მოსაზრება: რამაზ საყვარელიძე - „პრემიერის გადადგომის თემაში ჩემთვის ბევრი გაუგებრობაა“
16-06-2018, 13:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ქუჩის აქციების დროს პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა მიზანშეწონილი არ არის, რადგანაც, მისი აზრით, „მერე ყველა ეცდება, ქუჩიდან გადაწყვიტოს ის, რაც უნდა“.

 


„პრემიერის გადადგომის თემაში ჩემთვის ბევრი გაუგებრობაა, რადგან ასეთ დროს პრემიერი არ უნდა გადადგეს, ანუ ქუჩიდან პრემიერის შეცვლა არ უნდა მოხდეს. პარტიას პრემიერი არ გაუთავისუფლებია, მაგრამ მისი ნაბიჯი შეიძლება განაპირობა ქუჩის აქციებმა. ეს არ ვარგა ქვეყნისთვის, რადგან მერე ყველა ეცდება, ქუჩიდან გადაწყვიტოს ის, რაც უნდა. მეგონა, რომ ეს ცვლილება არ მოხდებოდა, მაგრამ მაინც მოხდა და ბევრი რამ გაუგებარი იყო - დღეს ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც შეხვედრის ჩანაწერებია გამოტანილი; საკმაოდ მძიმე ბრალდებებია და არამარტო ეკონომიკურ საკითხებში. ამ აქციების უკან, რაღაც თვალსაზრისით, მოქმედებდა კვირიკაშვილიო. მე მიმაჩნია, რომ ასეთ ბრალდებას დამაჯერებელი პასუხი უნდა გაეცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ სახელმწიფოს პოლიტიკური სტაბილურობა რისკის ქვეშ დააყენა ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა“, აცხადებს რამაზ საყვარელიძე გაზეთ „რეზონანსთან“ საუბარში.

 


საყვარელიძე ამბობს, რომ მიტინგის მონაწილეების მოთხოვნები ძირითადად მიმართული იყო სამართალდამცველებისკენ და კვირიკაშვილის გადადგომა ბოლო ხანებში აღარ იყო მოთხოვნებში.

 

 

„მიტინგები დიდწილად გამოიწვია გახარიას თემამ. გადაყენების მოტივაციაში, როცა ივანიშვილი და „ოცნების“ წევრები ლაპარაკობდნენ, წამოწეული იყო ეკონომიკური საკითხები. მიტინგების თემატიკას პირდაპირ ვერ დავუკავშირებ, შეიძლება გადასაყენებელია ბევრი ვინმე, მაგრამ მიტინგის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გადააყენეს, თუ სხვა მოტივაცია ჰქონდათ, ძნელი სათქმელია... მმართველ გუნდში გაისმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების იდეაც; გამორიცხული არ არის, რომ ამ თემას მიუბრუნდეს მმართველი გუნდი. პრემიერ მინისტრი წარადგენს მომავალ მინისტრებს და ალბათ დაინიშნებიან ისინი, ვისაც ჩათვლის საჭიროდ თავად ბახტაძე", ამბობს პოლიტოლოგი და შეკითხვაზე: - „როგორ შეაფასებთ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძის დანიშვნას?“ - პასუხობს:

 


„თუ გავითვალისწინებთ, რომ ეკონომიკური საკითხები მნიშვნელოვანია დღევანდელი საქართველოსთვის, ბახტაძეს კი აქვს მინისტრობის გამოცდილება, დღეისთვის პარტიას უკეთესი კანდიდატურა არ ჰყავდა.

 


„ჩვენ ერთი რამე ვერ გავიგეთ ჯერჯერობით, რომ ევროპული სტანდარტების მიხედვით დღეს შეიძლება არ ვიყოთ მზად და დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს ისეთი ადამიანის ყოფნას პარტიაში, რომელსაც ეს პარტია უჯერებს. ერთ-ერთი მიზეზი ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებისა იყო ის, რომ პარტიამ დაიწყო ერთმანეთთან ძიძგილაობა და რომ არ დაბრუნებულიყო, რაში გადაიზრდებოდა პარტიის შიდა დაპირისპირება, კაცმა არ იცის. ჩვენ იმ დემოკრატიის ქვეყანა ვართ, რომელიც სწავლობს დემოკრატიას და ცუდად მოქცევის შემთხვევაში ისეთი ვინმე სჭირდება, ვისაც დაუჯერებს. როცა ვმსჯელობთ ევროპული სტანდარტების მაგალითებზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი შემაკავებელი პერსონები ევროპული დემოკრატიის პირობებში ნაკლებად ხდება საჭირო. შეიძლება ყველაფერში მატრაკვეცები ვიყოთ, მათ შორის, დემოკრატიაშიც? ამ პარტიას დღეისთვის უკეთესი კანდიდატურა არ ჰყავდა - ძალიან კარგი კანდიდატურაა გახარია, მაგრამ გახარია ახლა იქ არის საჭირო, სადაც ის მუშაობდა და მუშაობს კარგად. თუკი პოლიტიკა შესაძლებლობების ხელოვნებაა, ახლა რა შესაძლებლობებიც აქვს, მიმაჩნია, რომ ამ კანდიდატურებში ღირსეულია არჩეული. თუნდაც იმიტომ, რომ ერთ-ერთი იმათგანია, ვინც მკვეთრად დაუპირისპირდა საბანკო სექტორის დიქტატურას“, აცხადებს რამაზა საყვარელიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი