ირაკლი კობახიძე: თითქოს არის დავალება, რომ რეგიონებში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობენ, რაც იწვევს დაძაბულობას
16-06-2018, 14:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„შეინიშნება გარკვეული ტენდენცია, თითქოს არის დავალება, რომ რეგიონებში განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობენ, შეურაცხყოფა მიაყენონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რაც იწვევს, რა თქმა უნდა, დაძაბულობას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 


ოზურგეთის საკრებულოში მომხდარი ინცინდენტის შეფასებისას, ირაკლი კობახიძემ კანონის შესაბამისად ქმედებაზე გაამახვილა ყურადღება და „ქართული ოცნების“ წევრებს მოუწოდა, პროვოკაციებს არ აჰყვნენ.

 


„გუშინ იყო სამწუხარო ინცინდენტი ოზურგეთში, რაც მოჰყვა პროვოკაციას „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ზოგადად, შეინიშნება გარკვეული ტენდენცია, თითქოს არის დავალება, რომ რეგიონებში განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობენ, შეურაცხყოფა მიაყენონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რაც იწვევს, რა თქმა უნდა, დაძაბულობას. მე ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ასეთი პროვოკაციებისგან. რაც შეეხება ჩვენს აქტივისტებს, ჩვენი პარტიის წევრებს, მათ მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი ყოველგვარი ასეთი ქმედებებისგან, მაქსიმალურად სცადონ, რომ არ აჰყვნენ პროვოკაციებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ვიმოქმედოთ კანონის შესაბამისად - ეს არის ჩვენი სულისკვეთება და ამისკენ მოვუწოდებთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ცდილობს ან პროვოკაციები განახორციელოს, ან რომელიც შეიძლება, პროვოკაციებს წამოეგოს“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები: 1
#1   მამუკა
      
მერე არ აჰყვეთ თქვენც გაგინონ რამდენიც უნდათ!) am
16 ივნისი 2018 08:37
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი