შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმის კლუბებში ჩადენილი გამოძალვის და იძულების ბრალდებით 2 პირი დააკავა, 3 კი პასუხისგებაში მისცა
17-06-2018, 10:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე წლის 18 მაისს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება ბათუმში არსებულ დისკო კლუბებში მოქალაქეებისთვის გაწეული მომსახურეობასთან და პროდუქტის ღირებულებასთან შეუსაბამოდ მაღალი თანხის გამოძალვის ფაქტებზე.

 

 

„გამოძიების ფარგლებში, მტკიცებულებათა მოპოვების და დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების მიზნით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, მათ შორის ფარული ვიდეო-აუდიო გადაღებები.

 

 

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით სამართალდამცველებმა 1983 წელს დაბადებული რ.ი. და 1985 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ა. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კლუბში, ძალადობის გამოყენების მუქარით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს არარსებული მენიუს საფასურის, 730 ლარის გადახდა მოსთხოვეს. ერთ-ერთ მოქალაქეს კი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებაც მიაყენეს.

 

 

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი იძულების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1980 წელს დაბადებული ჰ.ი., 1986 წელს დაბადებული ჯ.თ. და უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ა.შ.

 

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ჰ.მ., ჯ.თ. და ა.შ. ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კლუბში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს 2 700 ლარის ოდენობით თანხის გადახდას აიძულებდნენ არარსებული მენიუსთვის.

 

 

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ჯგუფურად ჩადენილი იძულების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს", ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი