თეა წულუკიანი „ნაციონალურ მოძრაობას“ პასუხობს: „2012-ში თქვენი იუსტიციის მინისტრი ფულით სავსე ჩემოდნით გაიქცა ქვეყნიდან... მთავრობა გადადგა, მაგრამ მე არსად გავქცეულვარ“
17-06-2018, 14:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თეა წულუკიანმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, სალომე სამადაშვილს შეკითხვაზე- „რა არის თქვენი, როგორც მიმავალი მინისტრის საქმიანობის შედეგი?“ - საპასუხოდ უთხრა, რომ როდესაც სააკაშვილის იუსტიციის მინისტრმა ქვეყანა დატოვა ფულით სავსე ჩემოდნით, და როდესაც 2012-ში მისი დანიშვნის შემდეგ იგი მის წინამორბედს სამინისტროში ეძებდა, „ის კი გაქცეულა, ახლა ის ძებნილია და დადანაშაულებულია სხვადასხვა სახის კრიმინალურ ქმედებაში. მე კი დღეს აქ ვარ, მთავრობა გუშინ გადადგა, მე არსად გავქცეულვარ, აქ ვარ და გესაუბრებით რეფორმებსა და ევროპულ არჩევანზე“.

 


სალომე სამადაშვილი, პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

 


„მე მაქვს შეკითხვა იუსტიციის მინისტრთან, იმასთან დაკავშირებით რომ სახეზეა თანმიმდევრული წარუმატებლობა ამ ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემაში, რასაც ადასტურებენ საერთაშორისო დონორები, რომლებმაც შესაბამისი რეფორმების განხორციელებაში ბევრი რესურსი ჩადეს, ამ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციის წევრები და თვით ქართველი ხალხი, რომლებიც ათასობით შეუერთდნენ ქუჩის აქციებს რათა გაეპროტესტებინათ ამ ქვეყანაში მიმდინარე უსამართლობა. თქვენ აღნიშნეთ, რომ პოლიტიკური პარტიები მოდიან და მიდიან. და მე ასევე გეთანხმებით, რომ ევროპული არჩევანი ქართველი ხალხის არჩევანია. რადგან სინამდვილეში ევროპული მომავალი ამ ქვეყნის ოპოზიციასთან თანამშრომლობას გულისხმობს. ასე რომ ცვლილებებს ექნება ადგილი და მეც მაინტერესებს, რომ გავიგოთ, თუ რა იქნება ძირითადი პუნქტები თქვენი მიღწევების სიაში, რომელსაც დაუტოვებთ მემკვიდრეს, მაგალითად, თუ რატომ ვერ ხერხდება მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმების წარმატებული განხორციელება ამ ქვეყანაში ისევ და ისევ მიუხედავად უამრავი რესურებისა რაც იდება ამ მნიშვნელოვან სფეროში რეფორნების განსახორციელებლად, რომლის გარეშეც სამწუხაროდ ყველა სხვა წინსვლა განწირულია. მე ნამდვილად მაინტერესებს მოვისმინი თქვენი პასუხი ამასთან დაკავშირებით. და კიდევ ერთი შეკითხვა - რადგან ჩვენ არ გვაქვს სიამოვნება, პირადად მოვუსმინოთ "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბატონ ივანიშვილს, რომელიც კონფერენციებზე არ დადის, გთხოვთ, მოგვახსენოთ, თუ რა როლი უკავია მას, იმ რეფორმების შესრულებაში, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, განსაკუთრებით, მართლმსაჯულების სისტემაში, რომელშიც დღეს გაბატონებულია ნეპოტიზმი, კორუფცია და პოლიტიკური მიკერძოებულობა, და გააჩნია თუ არა მას რეალურად რაიმე ნება ამ რეფორმებისთვის, როგორც ადამიანს, რომელიც თვითონ ადგენს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დღის წესრიგს. დიდი მადლობა.

 


თეა წულუკიანმა აღნიშნული კითხვის პასუხად განაცხადა:

 


„მე არ მგონია, ისევე როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა დღეს, რომ ეს კონფერენცია არის ადგილი, სადაც შეგვიძლია პოლიტიკური დისკუსიები გავმართოთ, მაგრამ რადგან ასეთი კითხვა დაისვა, შევეცდები რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო მოკლედ, ჩემი, როგორც თქვენ უწოდეთ დანატოვარი მიღწევებისა. როგორც ყველამ ვიცით, ბატონი პრემიერ მინისტრი კვირიკაშვილი და მისი მთავრობა, მათ შორის, მეც, გუშინ გადადგა და სრულიად მართალი ხართ, რომ ჩვენ უნდა წარვადგინოთ ჩვენი მიღწევების სია, ეს ზუსტი სიტყვაა. ჩემი მიღწევები გრძელი სიისგან იქნება შედგენილი და ერთ-ერთი მასში იქნება, მაგალითად, ყველა ქართული ოცნების დეპუტატის, ანუ ჩემივე პარტიის დეპუტატების გაყვანა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან, რომელშიც თქვენი პარტიის ძალაუფლებაში ყოფნის დროს თქვენი დეპუტატები ყოველთვის იმყოფებოდნენ, როდესაც თქვენი პოლიტიკური პარტია რეალურად მართავდა სასამართლო ხელისუფლებას. ჩემს მიერ მომზადებული სასამართლო სისტემის რეფორმის პირველი ტალღა პირველ რიგში გულისხმობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზაციას, მმართველი პარტიის ყველა დეპუტატის, რაც ჩემი აზრით ძალიან დიდი ნაბიჯი იყო ამ მიმართულებით. ჩემ მიერ ინიცირებული რეფორმების სია ძალიან გრძელია, ასე რომ აუდიტორიას ბოდიშს ვუხდი, რომ სრულად ვერ მოვიცავ. მეორე მაგალითი ასევე უკავშირდება თქვენი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნას, ქალბატონო სალომე, როდესაც ჟურნალისტებს ეკრძალებოდათ სასამართლო სხდომებზე დასწრება. იმ რეფორმის მიხედვით, რომელიც ჩვენი მოვამზადეთ და გავატარეთ საქართველოს მთავრობაში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი იყო, ჩვენ მედიის წარმომადგენლები და კამერები დავაბრუნეთ სასამართლო დარბაზებში. ასე რომ, დღეს ქართველებმა არა მხოლოდ იციან როგორ ხორციელდება სამართლიანობა, არამედ თავისი თვალითაც ხედავენ ამას. რა თქმა უნდა, არსებობს ხარვეზები, მაგრამ ეს პროცესია. და ამ პროცესში, როდესაც ჩვენ უამრავი პრობლემა დაგვხვდა სასამართლოში ცხრა წლის განმავლობაში თქვენი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის შედეგად, პროგრესი თვალსაჩინოა. თქვენ შეგიძლიათ სტატისტიკა შეადაროთ. სტატისტიკა იმ პერიოდისა, როდესაც თქვენმა იუსტიციის მინისტრმა ქვეყანა დატოვა ფულით სავსე ჩემოდნით, და როდესაც 2012-ში ჩემი დანიშვნის შემდეგ მე ჩემს წინამორბედს სამინისტროში ვეძებდი, ის კი გაქცეულა, ახლა ის ძებნილია და დადანაშაულებულია სხვადასხვა სახის კრიმინალურ ქმედებაში. მე კი დღეს აქ ვარ, მთავრობა გუშინ გადადგა, მე არსად გავქცეულვარ, აქ ვარ და გესაუბრებით რეფორმებსა და ევროპულ არჩევანზე. რატომ იცით? იმიტომ, რომ მე, საბჭოთა კავშირში გაზრდილი ბავშვი საფრანგეთში გავემგზავრე საშუალო სკოლაში სასწავლებლად, და მაქვს სურვილი იგივე შესაძლობებები მისცემოდათ ჩემს შვილებს, თქვენს შვილებს, საქართველოს შვილებს, აქ დამსწრე ახალგაზრდებს, რომლებიც გახდებიან მომავალი პარლამენტის წევრები და იუსტიციის მინისტრები. დიახ, ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმი ასევე შევა ჩემს მიღწევებში, ქალბატონო სალომე, და ეს არის ის, რაც ვერ შეძლო თქვენმა ხელისუფლებამ. ამ სიაში ასევე შევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ბავშვების პრობლემებეზე მუშაობა. როდესაც ჩემი ძებნილი წინამორბედი ქვეყნიდან გაიქცა, საქართველოს ციხეებში 380-ზე მეტი ბავშვი იყო დაპატიმრებული, რადგანაც მაშინ არ არსებობდა არასრულწლოვანთა არანაირი ჰუმანური სისხლის სამართლის პოლიტიკა. დღეს მათი რიცხი მხოლოდ 27-ია. ბავშვებზე მორგებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც მე და ჩემმა გუნდა მოვამზადეთ იუსტიციის სამინისტროში და რომელსაც მხარი დაუჭირა სწორედ ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა ქართული ოცნების წევრებისგან შემდგარმა პარლამენტმა 2015 წელს, განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს ყველა ევროპულ სახელმწიფოში, მათ შორის საფრანგეთსა და გერმანიაში. ეს იყო უნიკალური აქტი საქართველოს ბავშვებისთვის, რადგანაც როდესაც მშიერი ბავშვი მურაბის ქილას იპარავს, ამის გამო ის 6, 7 თუ 8 წლით ციხეში არ უნდა ჩასვა, ისე როგორც თქვენ დროს ჰქონდა მსგავს შემთხვევებს ადგილი. ჩემი მიღწევები სისხლის სამართლის პოლიტიკაში სხვებს შორის სწორედ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს მოიცავს, რომელიც ბრალდებულ ბავშვებს ეხება, დანაშაულის მსხვერპლ ბავშვებს ეხება, და რა თქმა უნდა, თქვენს კრიმინალურ პოლიტიკაში დაზარალებულების და მსხვერპლის ადგილი არ არსებობდა. ასე რომ, არ გირჩევდით აქ პოლიტიკური დებატების გამართვას. მიღწევების სიაში ასევე განსაკუთრებული ადგილი უკავია გამამართლებელ განაჩენებს. როდესაც თქვენ იყავით ხელისუფლებაში, ქალბატონო სალომე, საქართველოს სასამართლოებში გამამართლებელი განაჩენის ნიშნული 0,01%-ს უდრიდა, რადგანაც სასამართლოები იუსტიციის სამინისტროს ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ მუდმივად. მე ვარ ის იუსტიციის მინისტრი, რომელმაც საკუთარი ინიციატივით მოიხსნა პროკურორის უფლებამოსილება, როდესაც თქვენი იუსტიციის მინისტრი, პოლიტიკური თანამდებობის პირი, ამავე დროს, გენერალური პროკურორიც იყო. რა თქმა უნდა ამ ინიციატივასაც ჩემს მიღწევად მივიჩნევ. დღეს გამამართლებელი განაჩენების ნიშნული 5%-ის გარშემო მერყეობს, რადგან მოსამართლეები დღეს -მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ უშვებენ შეცდომებს, რის გამოც ჩვენ გვაქვს სააპელაციო და საკასაციო სასამართლოები - პირველი ინსტანციის მოსამართლები, გსიამოვნებთ თუ არა ეს თქვენ, ქალბატონო სალომე, თავისუფლად არ ეთანხმებიან პროკურატურის წარმომადგენლებს სასამართლო დარბაზებში, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო. ეს კიდევ ერთი მაგალითია, ჩემს მიღწევებს შორის, რომლებსაც უფრო ვრცლად გაგაცნობთ, თუ წარვდგები პარლამენტის წინაშე ახალი მთავრობის შემადგენლობაში და იქ დამისვით დამატებითი კითხვები“, განაცხადა თეა წულუკიანმა ინგლისურ ენაზე.

 


სამადაშვილის შეკითხვაც ინგლისურ ენაზე იყო დასმული.

 


კითხვა ბათუმში კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში დაისვა.

 

 

კითხვა-პასუხის თარგმანს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 2
#2   გიორგი
      
საქართველოში გაუგონარი რამ ხდება! იმის მაგიერ, რომ მთავრობა ცდილობდეს მოსახლეობის დაწყნარებას და სამართლის აღდგენაზე იყოს ორიენტირებული, პირიქით აკეთებს!
გამოუძიებელია კი არა და პირდაპირ აპატია მთავრობამ ნაცბოზბანდის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებები დამნაშავეებს. დღეს ეს კრიმინალები აქეთ გვმოძღვრავენ! ხალხში კი იზრდება ნეგატივი, იზრდება მკვლელობები, იზრდება დაუცველობის განცდა.თუ ასე გაგრძელდა, ხალხი მასიურად თვითონ დაიწყებს სამართლის აღსრულებას და მერე კი მართლა რიგში დგომა მოუწევთ ნაცბოზბანდელებს საზღვარზე გაქცევისას!
17 ივნისი 2018 22:23
#1   გაგა
      
გაგედო ღორისდინგა სამადაშვილო? tongue
17 ივნისი 2018 15:39
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი