მამუკა ბახტაძე: ჩვენი კონცეფციაა მცირე მთავრობა
17-06-2018, 17:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე „მცირე მთავრობის" საჭიროებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს.

 

 

მისი თქმით, „მცირე მთავრობის" კონცეფცია მნიშვნელოვან ცვლილებასა და გარკვეული უწყებების გაერთიანებას გულისხმობს.

 

 

„ჩვენი კონცეფციაა მცირე მთავრობა, რომელიც გულისხმობს ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს. ეს არის ის, რაც შემიძლია ამ ეტაპზე დაგიდასტუროთ. ბუნებრივია, მიმდინარეობს კონსულტაციები, მაგრამ ამოსავალი წერტილია, რომ ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის, მაგრამ ამავე დროს ძალიან ოპერატიული და მოქნილი მცირე მთავრობა. პრინციპი ისაა, რომ ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის მთავრობა, რომელიც რა თქმა უნდა, გულისხმობს გარკვეული უწყებების გაერთიანებასაც. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, დაველოდოთ კონსულტაციებს და აუცილებლად მიიღებთ პასუხს“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი