[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
"პრემიებთან დაკავშირებით მივყვებით იმ წესსა და ტრადიციას, რომელიც დაამკვიდრა ბიძინა ივანიშვილმა" (ვიდეო)
06-02-2014, 18:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

                                                      

 

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროს თანამშრომლებზე საახალწლოდ გაცემული პრემიების თემაზე კომენტარი გააკეთა. თეა წულუკიანის განცხადებით, იმ საჯარო მოხელეებმა, რომლებიც დღედაღამ მუშაობენ იუსტიციის სამინისტროში, დამსახურებული ჯილდო მიიღეს.

 

 

"იუსტიციის სამინისტრომ 2013 წელს შეიძინა მხოლოდ ორი ავტომობილი "შკოდა", რომლებიც 82.000 ლარი დაუჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს. ძვირადღირებული მანქანები არ შეგვიძენია. რაც შეეხება პრემიებს, მთავრობის ყველა წევრი, მათ შორის, მეც, მივყვებით იმ წესსა და ტრადიციას, რომელიც დაამკვიდრა ბიძინა ივანიშვილმა − პრემია არის ჯილდო და არა ფუფუნება. მე გავეცი საახალწლო პრემიები იმ საჯარო მოხელეებზე, რომლებიც დღე და ღამე ქვეყნის სამსახურში არიან და რომლებიც იუსტიციის სამინისტროში მუშაობენ. თუმცა, უნდა ითქვას, თანხები ეკონომიურად დავხარჯეთ: საპრემიო ფონდიდან ნახევარი მილიონი ლარი იუსტიციის სამინისტრომ ბიუჯეტს დაუბრუნა", − განაცხადა მან.

 

 

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, ყველა მოხელემ, ვინც მთელი წლის განმავლობაში იმუშავა რეფორმებისა და პროგრესისათვის, საახალწლოდ პრემია უნდა აიღოს. "ისინი უნდა დაჯილდოვდნენ და ამაში სკანდალური არაფერია", − დასძინა თეა წულუკიანმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი