მიხეილ გიორგაძე: პრემიერის გადასაწყვეტია, ვინ იქნება განახლებულ მთავრობაში
19-06-2018, 11:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერის გადასაწყვეტია, ვინ იქნება განახლებულ მთავრობაში, ასე პასუხობს კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატი მიხეილ გიორგაძე ჟურნალისტებს შეკითხვაზე, იქნება თუ არა თავად ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრი.

 


გიორგაძის თქმით, მიმდინარეობს შესაბამისი კონსულტაციები და მათი დასრულების შემდეგ, გადაწყვეტილება ცნობილი გახდება.

 

 

„კონსულტაციები მიმდინარეობს, რა ფორმატით და რა სტრუქტურით ჩამოყალიბდება მომავალი მთავრობა, რომელიც მცირე მთავრობის კონცეფციით არის ცნობილი, ცოტა ხანში გამოჩნდება. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას მომავალ მთავრობაში, ეს არის პრემიერ მინისტრის პრეროგატივა, მისი გადასაწყვეტია განახლებულ მთავრობაში ვინ იქნება. დღეს წარსადგენ პროგრამაში პრიორიტეტები პრაქტიკულად არ იცვლება დღევანდელი სიტუაციისა და გარემოსთან მიმართებაში. ბუნებრივია, ზოგ მიმართულებას მეტი ყურადღება ექცევა ეს არის სასპორტო და სახელოვნებო მიმართულებები, ეს არის ტრადიციულად კულტურული მემკვიდრეობა, ეს არის მასობრივი სპორტის განვითარება და სპორტის ხელმისაწვდომობა, ამიტომ რადიკალური ცვლილებები პრიორიტეტებში არ არის”, განაცხადა გიორგაძემ.

 

 

მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებს დღეს პარლამენტში, კომიტეტების სხდომებზე უსმენენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი