გურამ ადამაშვილი სასამართლო პროცესამდე ეკა გიგაურს მიმართავს – ვგრძნობ, რომ დაიღალე ორმაგი თამაშით!
09-06-2015, 09:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციის” აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს Facebook -ის საკუთარ გვერდზე პასუხობს.


ადამაშვილი გიგაურს, რომელმაც მასა და გოგა ხაინდრავას თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივლა, კიდევ ერთხელ ახსენებს იმ პერიოდს, როცა ვანო მერაბიშვილის მინისტრობისას მისი უწყების მაღალჩინოსანი იყო და აცხადებს, რომ მზად არის ნებისმიერ ადამიანს გასცეს სათანადო პასუხი ფაქტებით და არგუმენტებით.


“სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ადამიანებს ღირსება დაუქვეითდათ, ნამუსი შეებღალათ და იმდენად დაკარგეს შუბლის ძარღვის ფუნქცია, რომ საკუთარი ტყავის გადასარჩენად იუდას როლს არგებენ ადამიანებს..


მინდა ღიად, სასამართლო პროცესამდე მივმართო ეკა გიგაურს: ძვირფასო ეკა, პატივი და ღირსება ზუსტად მაშინ შეელახა საზოგადოებას, როცა თავად მუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროში სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილედ. ზუსტად მაშინ, ეკა, როცა ხალხსსცემდნენ, აგინებდნენ, ასისხლიანებდნენ, შენ კი თბილად მოკალათებული იყავი და საერთოდ არ განაღვლებდა ადამიანების პატივისა და ღირსების ტოტალური შელახვის ფაქტები ჩვენს ქვეყანაში.


ვფიქრობ, დადგა დრო, რომ საზოგადოებამ ბოლომდე გაიგოს სიმართლე და როგორც კოლეგა, გულის სიღრმეში ვგრძნობ, რომ დაიღალე ორმაგი თამაშით, მაგრამ როგორც ჩანს სხვა გამოსავალი არ გაქვს.


დამიჯერე, არავის მტერი არ ვარ, არც შენი, მაგრამ იქ, სადაც ვხედავ, რომ ადგილი აქვს შავის თეთრად და თეთრის შავად წარმოჩენის მცდელობას, მზად ვარ, რომ ნებისმიერ ადამიანს გავცე სათანადო პასუხი ფაქტებით და არგუმენტებით.


ყოველთვის მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ადამიანმა უნდა იცხოვროს ისე, რომ უკან მოხედვის არ შეეშინდეს”, -წერს სოციალურ ქსელში გურამ ადამაშვილი.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი