ენერგეტიკის სამინისტრო: "კახა კალაძე სრულად იზიარებს [ხაიშელების] წუხილს"
06-02-2014, 18:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ენერგეტიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს, მინისტრის, კახა კალაძის, დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. განცხადებაში ნათქვამია:

 

 

"სამწუხაროდ, ბოლო აღარ უჩანს სახალხო დამცველის მხრიდან ენერგეტიკის მინისტრის და ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის სამინისტროს დისკრედიტაციის მცდელობას. გულისტკივილით აღვნიშნავთ ბოლო პერიოდში ენერგეტიკის სამინისტროს დაუმსახურებელ კრიტიკას სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროექტის – "ხუდონჰესის" ირგვლივ, თუმცა ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი და მას დაემატა სამინისტროს დადანაშაულება ამ საკითხთან დაკავშირებულ შეხვედრაზე უარის თქმაში. ღიად ვაცხადებთ, სამინისტროს კარი ყოველთვის ღიაა ყველა მონაწილე მხარისთვის, როგორც "ხუდონჰესის", ასევე სამინისტროს ყველა სხვა აქტივობებთან დაკავშირებით შეხვედრების და დისკუსიების გასამართად. სოფელ ხაიშის მოსახლეობასთან დიალოგზე და კონსტრუქციულ დისკუსიაში მონაწილეობაზე სამინისტროს არასოდეს უარი არ უთქვამს და ჩვენთვის ამის მითითება უბრალოდ ზედმეტად მიგვაჩნია. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ სამინისტრო და პირადად კახა კალაძე, სრულად იზიარებს ადგილობრივი მოსახლეობის წუხილს და უზრუნველყოფს ინვესტორთან თუ ხელისუფლებასთან მათი კანონიერი უფლებების დაცვას, რაც არაერთხელ გაჟღერებულა სამინისტროს წარმომადგენლების და თავად მინისტრის მხრიდან. როგორც ყველასთვის ცნობილია, სახალხო დამცველი კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ავლენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენას. შესაბამისად, ასეთი ფაქტების არარსებობის პირობებში, ან თუნდაც სათანადო წესით ასეთი ფაქტების დადგენამდე, სახალხო დამცველის მხრიდან საჯაროდ პოზიციის დაფიქსირება, მით უმეტეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტთან დაკავშირებით, უხერხულად მიგვაჩნია. უნდა აღინიშნოს, რომ ენერგეტიკის სამინისტრო პატივს სცემს სახალხო დამცველის ინსტიტუტს და მიგვაჩნია, რომ სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული თითოეული განცხადება და პოზიცია დიდი ყურადღების საგანია საზოგადოებისთვის და მეტ სერიოზულობას მოითხოვს. ენერგეტიკის სამინისტროში სახალხო დამცველის აპარატიდან შეხვედრის თხოვნა ოფიციალურად არ შემოსულა და სამინისტროს სახალხო დამცველთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე უარი არ უთქვამს. გვსურს, ახლაც გამოხვატოთ სურვილი და მზადყოფნა სახალხო დამცველთან შეხვედრების და კონსულტაციების გასამართად და გვჯერა, რომ შევძლებთ მის დარწმუნებას იმაში, რომ კახა კალაძის უწყების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება "ხუდონჰესის" პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობის და აუცილებლობის საკითხის განხილვას და გადაწყვეტას, ის სცილდება სახალხო დამცველის უფლებამოსილების და კომპეტენციის ფარგლებს", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

შეგახსენებთ, რომ  სახალხო დამცველის ოფისის მიერ დღეს გავრცელებული განაცხადების თანახმად,  კახა კალაძემ და ინვესტორმა კომპანიამ ხაიშელებთან დიალოგზე უარი განაცხადეს. ომბუდსმენი ენერგეტიკის მინისტრისგან მისი მისამართით გაკეთებულ "შეურაცხმყოფელ განცხადებაზე" განმარტებასაც ითხოვდა.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი